რომელია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტური კვებითი დანამატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტური კვებითი დანამატები

ამცირებს კორონავირუსული ინფექციის რისკს, უპირატესად ქალებში. ამავდროულად, ვიტამინი С-ს, თუთიის ან ნიორის შემცველი დანამატები დასნებოვნების ალბათობაზე ეფექტს როგორც ჩანს არ ახდენს.

სპეციალისტებმა გაანალიზეს დიდი ბრიტანეთის, ა.შ.შ-სა და შვედეთის კვლევის 445 850 მონაწილეს მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა ჩOVID-19 შყმპტომ შტუდყ აპლიკაციის საშუალებით. ამ გზით შესაძლებელი გახდა შეემოწმებინათ მკვლევარებს რომელი კვებითი დანამატები მოქმედებდნენ შAღშ-ჩოV-2 ტესტის დადებით მაჩვენებელზე.

მაისიდან ივლისის პერიოდში დიდი ბრიტანეთიდან 175 652 ადამიანი რეგულარულად ღებულობდა საკვებ დანამატებს, ხოლო 197 068 — არა. გამოკვლეულთა 2/3 იყვნენ ქალები, რომელთაგან ნახევარზე მეტს ჰქონდა ჭარბი წონა. ზოგადად, მაისიდან ივლისის პერიოდში, 23 521 ადამიანს ჰქონდა SARS-CoV-2-ზე დადებითი ტესტი, ხოლო 349 199 ადამიანს კორონავირუსი არ გამოუვლინდა.

პრობიოტიკების, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, მულტივიტამინური კომპლექსებისა და ვიტამინი D -ს მიღება უკავშირდებოდა SARS-CoV-2-ით დასნებოვნების უფრო დაბალ რისკს: 14, 12, 13 და 9 პროცენტით შესაბამისად, იმ გარე ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა კვების რაციონი და თანმხლები დაავადებები.

ეს კავშირი აღინიშნებოდა ნებისმიერი ასაკის და წონის ქალების შემთხვევაში, ხოლო მამაკაცებს შორის მკაფიო ასოციაცია ვერ გამოვლინდა. მცირედი განსხვავებებით, მსგავსი სურათი აღინიშნებოდა აშშ-სა და შვედეთის აპლიკაციის მომხმარებლებს შორისაც.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვები აქვს. მათ შორის, ის, რომ მონაცემები მომხმარებლებს თავად შეჰყავდათ და სპეციალისტების მიერ არ ყოფილა შემოწმებული.

ასევე არ იყო ინფორმაცია მოხმარებული დანამატების რაოდენობასა და ზუსტ შემადგენლობაზე. თუმცა შედეგები შეიძლება საფუძვლად დაედოს შემდგომ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება COVID-19-ის პროფილაქტიკის დიეტური რეკომენდაციების გაცემა.

დღეისათვის ცოტაა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ საკვები დანამატების მიღებას რაიმე თერაპიული ღირებულება გააჩნია.