ახალი გამოგონებით შესაძლებელი იქნება ციტოკინური შტორმის ფატალური შედეგების თავიდან აცილება
ადამიანს ოფლს და ავლენს მოსალოდნელი ციტოკინური შტორმის (სასიკვდილოდ საშიში იმუნური რეაქცია) ნიშნებს. საუბარია ანტისხეულებიან სენსორულ ჩხირებზე, რომლებიც რეაგირებენ პროანთებით ცილებზე. სისტემა შეამოწმეს 6 ჯანმრთელ, 5 გრიპის და კიდევ ერთი ვირუსით დაავადებულ მოხალისეზე, რომელსაც შეუძლია ციტოკინური შტორმის გამოწვევა.
დაავადებულთაგან ორს მომატებული ჰქონდა ციტოკინების დონე. ზოგადად, ყველა მოხალისეს აღენიშნებოდა ოფლში ციტოკინები. ეს არის ადრეული დიაგნოსტიკის სისტემა, რომელიც დაგვეხმარება მკურნალობის ოპერატიულად დაწყებაში. მნიშვნელოვანია, რომ გაზომვები ტარდებოდა მოსვენებულ მდგომარეობაში, რადგანაც ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლებელია შეცვალოს თავისთავად ციტოკინების დონე. სენსორები ძალიან მგრძნობიარეა და ანალიზისთვის საჭიროა მცირე რაოდენობით ოფლი.
სენსორული ჩხირები შეიცავენ შვიდი პროანეთებითი ცილის ანტისხეულებს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ SWEATSENSER Dx საკმაოდ მგრძნობიარე იყო იმ პაციენტების ციტოკინების განსაზრვრისას, რომლებიც იღებდნენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი აქვეითებს ანთების დონეს და ოფლში ანთებითი მარკერების კონცენტრაციას. მოწყობილობა ციტოკინების დონეს საზღვრავდა 168 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სენსორული ჩხირის გამოცვლა იყო საჭირო.