რა შეიძლება იყოს გახანგრძლივებული კოვიდის მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიძლება იყოს გახანგრძლივებული კოვიდის მიზეზი

ადამიანებს მრავალი კვირის და თვის განმავლობაში უგრძელდებათ საერთო სისუსტე, ქოშინი, კუნთების ტკივილი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ამ ფენომენის ბიოლოგიური მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია.

მანჩესტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს კოვიდგადატანილი 80 პაციენტის სისხლში მოცირკულირე ლიმფოციტების (იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედები) მახასიათებლები. ეს ადამიანები მანჩესტერის საავადმყოფოებში იყვნენ ჰოსპიტალიზირებულები 2020 წლის ივლისიდან ოქტომბერში. მათ სისხლის ნიმუშები აუღეს დაავადების მიმდინარეობისას, გამოწერის დროს და გამოწერიდან 3-6 თვის შემდეგ.

მეცნიერები დაინტერესდნენ ორი ტიპის ლიმფოციტებით -

B- უჯრედებით, რომლებიც ანტისხეულების გამომუშავებაზე არიან პასუხისმგებლები და Т- უჯრედებით, რომლებიც უჯრედულ იმუნიტეტზე არიან პასუხისმგებლები. ყველა პაციენტში უჯრედების ორივე ტიპმა ინფექციის მწვავე ფაზის დროს განიცადეს დამახასიათებელი ფუნქციური ცვლილებები. თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, B-უჯრედები დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას, რისი თქმაც არ შეიძლება Т-უჯრედებზე.

პაციენტების ნაწილს აღენიშნებოდა ხანგრძლივი კოვიდის ნიშნები- ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები და სწორედ ამ ადამიანებში იყო Т-უჯრედების დამახსიათებელი ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ ეს უჯრედები შენარჩუნებული იყო საავადმყოფოდან გამოწერიდან 6 თვის შემდეგ. საუბარია Т-ციტოტოქსიკური ლიმფოციტების (Т-კილერების) მომატებულ დონეზე, რომლებიც ანადგურებენ ვირუსით დასნებოვნებულ უჯრედებს. ასევე აღინიშნა იმუნური უჯრედების მიერ პროანთებითი ციტოკინების (ანთებითი პასუხის გამშვები მოლეკულები) ჭარბი გამომუშავება.

მეცნიერების ვარაუდით, აღნიშნული ცვლილებები შეიძლება იყოს ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომების საფუძველი, რის დამტკიცებასაც სჭირდება შემდგომი კვლევა.

ამას გარდა, ჯერჯერობით არაა გარკვეული ეს ეფექტი მხოლოდ კოვიდისთვისაა დამახსიათებელი თუ სხვა მძიმე რესპირატორული ინფექციების შემდგომაც აღინიშნება.