რა ვიცით "სინოფარმის" ჩინურ ვაცქინაზე - რომელმა ქვეყნებმა აღიარეს, რა შედეგები აჩვენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ვიცით "სინოფარმის" ჩინურ ვაცქინაზე - რომელმა ქვეყნებმა აღიარეს, რა შედეგები აჩვენა

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ იწყება "სინოფარმით" ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მაშინ, როდესაც ამ ვაქცინას ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. გაბუნიას თქმით, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, ვაქცინაციის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისში მოხდება.

"მკურნალმა" მოიძია "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ დღეისთვის არსებული ინფორმაცია და მის მოკლე ვერსიას ჩვენს მკითხველსაც გავაცნობთ:

როგორ შეიქმნა სინოფარმის ვაქცინა

2020 წლის დასაწყისში პეკინის ბიოლოგიურ პროდუქტთა ინსტიტუტმა შექმნა ინაქტივირებული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ე.წ. BBIBP-CorV. სინოფარმის მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 79% იყო. ჩინეთმა აღიარა ვაქცინა და მალე მისი ექსპორტირება სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს.

BBIBP-CorV ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის ასწავლის იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ. ანტისხეულები მიემაგრებიან ვირუსის ცილებს, კერძოდ მისი გვირგვინის წვეტების S ცილებს და შეისწავლიან მის ზედაპირს.

BBIBP-CorV-ის მისაღებად პეკინის ინსტიტუტის მეცნიერებმა კორონავირუსის 3 ტიპი აიღეს ჩინეთის კლინიკების პაცინტებისაგან და შეარჩიეს ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე სწრაფად მრავლდებოდა მაიმუნის თირკმლის უჯრედებში.

ვირუსის ინაქტივაცია

ვირუსის შერჩევის და გამრავლების შემდეგ, მეცნიერებმა მას ქიმიური ნივთიერება ბეტა-პროპიოლაქტონი დაასხეს. ნაერთმა გათიშა კორონავირუსი მისი გენებისაგან. ინაქტივირებული კორონავირუსი ვეღარ მრავლდებოდა, თუმცა მისი ცილები, გვირგვინის ცილების ჩათვლით, უცვლელი დარჩა.

მკვლევარებმა ინაქტივირებული ვირუსები შეურიეს მცირე რაოდენობით ალუმინშემცველ ნაერთს - ადიუვანტს, რომელიც იწვევს იმუნიტეტის სტიმულირებას, რათა გააძლიეროს იმუნური პასუხი.

ინაქტივირებული ვირუსები, საუკუნეზე მეტია, გამოიყენება. 1950 წელს იონას სოლკმა ისინი პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენა. ამან კი საფუძველი დაუდო კიდევ სხვა ვირუსების, კერძოდ ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას.

ვინაიდან BBIBP-CorV-ში კორონავირუსები დახოცილია, მათი მკლავში შეყვანისას კოვიდ 19 არ ვითრდება, ინაქტივირებულ ვირუსებს კი შთანთქავენ იმუნური უჯრედები.

ანტიგენის ამომცნობი უჯრედები შლიან კორონავირუსს და მის გარკვეულ ფრაგმენტებს ასახავენ საკუთარ ზედაპირზე. იმუნური სისტემა არა მხოლოდ შლის ვირუსებს, არამედ იმახსოვრებს მათ და განმეორებით მსგავსი სტრუქტურის ვირუსის მოხვედრისას ორგანიზმში, უკვე მზად არიან ინფექციასთან გასამკლავებლად.

Sinopharm-ის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ BBIBP-CorV იცავს ადამიანებს Covid-19-ისგან. მაგრამ ჯერჯერობით არავის შეუძლია თქვას, რამდენ ხანს გასტანს ეს დაცვა. გამორიცხული არ არის, რომ ანტისხეულების დონე რამდენიმე თვეში დაქვეითდეს. მაგრამ იმუნური სისტემა შეიცავს ე.წ. В-უჯრედებსაც, რომლებიც მეხსიერებას კორონავირუსი შესახებ წლობით და ათწლეულობით ინახავენ.

ვაქცინის ქრონოლოგია

2020 წლის იანვარი - Sinopharm იწყებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინის შექმნას.

2020 წლის ივნისი - მკვლევარები ამბობენ, რომ ვაქცინამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა მაიმუნებზე გამოცდისას. 1/2 ფაზის გამოცდა აჩვენებს, რომ ვაცქინა არ იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს და ადამიანებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება.

ივლისში გამოცდის მესამე ფაზა იწყება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

აგვისტოში მესამე ფაზა იწყება მაროკოსა და პერუში.

14 სექტემბერს არაბთა გაერთიანებული საემიროები გადაუდებელ აღიარებას აძლევს ვაქცინას და მის გამოყენებას იწყებს მედპერსონალის ასაცრელად. ასევე იცრებიან მთავრობის წარმომადგენლები.

ნოემბერში Sinopharm აცხადებს, რომ ჩინეთში მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული ამ ვაქცინით.

3 ნოემბერს დუბაის შეიხი - მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი აცხადებს, რომ აიცრა სინოფარმის ვაცქინით.

mkurnali.ge

9 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საემიროები სრულად აღიარებს BBIBP-CorV-ს და აცხადებს, რომ მისი ეფექტურობა 86%-ია, თუმცა ხელისუფლება არ აქვეყნებს არავითარ ცნობებს იმის შესახებ, როგორ მივიდნენ აღნიშნულ დასკვნამდე.

13 დეკემბერს ვაქცინა აღიარა ბაჰრეინმა.

30 დეკემბერს Sinopharm აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტურობა 79,34%-ია, რაც ჩინეთის ხელისუფლებას მისი აღიარების საფუძველს აძლევს. თუმცა კომპანიას დღემდე არ გამოუქვეყნებია მე-3 ფაზის კვლევის დაწვრილებითი შედეგები.

2021 წლის 3 იანვარს ეგვიპტე აძლევს ვაქცინას გადაუდებელ შემთხვევაში გამოყენების აღიარებას.

ვაქცინა ჯერ არ უღიარებია ჯანმოს.

mkurnali.ge