აშშ-ში წარმატებით გამოსცადეს კოვიდის სიმპტომებისგან დამცავი პრეპარატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აშშ-ში წარმატებით გამოსცადეს კოვიდის სიმპტომებისგან დამცავი პრეპარატი

პრეპარატ REGEN-COV-ის კანქვეშ შეყვანა სწრაფად იცავს კოვიდინფიცირებულებთან ერთად მაცხოვრებელ ადამიანებს კორონავირუსული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისაგან. ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, დაავადების სიმპტომატური მიმდინარეობის რისკი 81%-ით უფრო დაბალი იყო, მათთან შედარებით, ვინც პლაცებო მიიღო.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი REGEN-COV-ის საშუალებით ის სწრაფად გადის. ამას გარდა, პრეპარატი ორგანიზმს ვირუსისგან სწრაფად განთავისუფლებაში ეხმარება.

REGEN-COV-ის კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობა მიიღო SARS-CoV-2-ის ვირუსით არაინფიცირებულმა, მაგრამ ოთხი დღის განმავლობაში დასნებოვნებულ ადამიანებთან ერთად მცხოვრებმა 1500-ზე მეტმა მოხალისემ. მათ ნაწილს გაუკეთდა REGEN-ჩOV-ის ერთჯერადი ინექცია, ხოლო მეორე ნაწილს პლაცებო.

REGEN-COV- წარმოადგენს ხელოვნურად შექმნილი ორი მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილს, რომელიც სპეციალურად მიმართულია შAღშ-ჩოV-2-ის ვირუსის ინფიცირების უნარის დაბლოკვისაკენ.

აღნიშნული პრეპარატის მწარმოებელი კომპანია Regeneron Pharmaceuticals გეგმავს მიმართოს აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და წამლის უსაფრთოხების კონტროლის სამმართველოს (FDA), რათა მიიღოს REGEN-COV--ის კოვიდის საპროფილაქტიკო საშუალებად გამოყენების ნებართვა მათთვის, ვინც ვერ მიიღო ვაქცინა და აქვს ინფიცირებულთან კონტაქტი.

2020 წლის ოქტომბერში REGEN-COV -ის შესახებ მსოფლიომ შეიტყო კოვიდით დაავადებულ დონალდ ტრამპის მკურნალობისას მისი გამოყენებისას. აშშ-ს პრეზიდენტი საკმაოდ სწრაფად გამოჯანმრთელდა. მას შემდეგ პრეპარატმა FDA-გან მიიღო კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა.