ისრაელში მოსახლეობის 57% აცრილია - როგორია მასობრივი ვაქცინაციის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისრაელში მოსახლეობის 57% აცრილია - როგორია მასობრივი ვაქცინაციის შედეგები

5 მილიონზე მეტი ადამიანის ვაქცინაციამ:

 

ქვეყანა - ისრაელი

მოსახლეობა - 9 197 590

ფაიზერის ვაქცინით აცრილია - 5 300 000 ანუ  57%

კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა 830 000-მა ადამიანმა ანუ მოსახლეობის 9%-მა

ისრაელის მონაცემები გვიჩვენებს ფაიზერის ვაქცინის მაღალეფექტურობას კორონავირუსისგან დაცვის საქმეში.

ფაიზერი უზრუნველყოფს საკმაოდ ეფექტიან დაცვას Covid-19-ის უსიმპტომო ფორმებისგანაც, რაც იძლევა იმის იმედს, რომ მასობრივი ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ფაიზერის ეფექტიანობა დაავადებისა და სიკვდილობის წინააღმდეგ არის 97%, ხოლო უსიმპტომოდ მიმდინარე ინფექციის წინააღმდეგ - 94%.

ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრა. მასობრივი ვაქცინაციის პროცესი Pfizer/BioNTech-თან თანამშრომლობით შედგა - ისრაელის ხელისუფლებასა და კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება შედეგების მონიტორინგის თაობაზე.

სამინისტროს მონაცემებით, მოსახლეობის 57%-ს გაკეთებული აქვს ერთი ვაქცინაცია მაინც, 43%-ს კი - ორივე დოზა აქვს მიღებული, რაც პირველი დოზის მიღებიდან სამ კვირაში ხორციელდება.

ფაიზერი აცხადებს, რომ აქ ჩატარებული მასობრივი ვაქცინაციის მონაცემებმა დაადასტურა ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაში მიღებული წინასწარი ეფექტურობა - 95% და აღნიშნავს მის უდიდეს როლს ვირუსის გავრცელების შეჩერებაში.

BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი, უგურ შახინი ამბობს: "ისრაელიდან მიღებული რეალური მონაცემები გვაჩვენებს, რომ BNT162b2 ეფექტურია Sars-CoV-2-ის წინააღმდეგ. ვაქცინაციამ მკვეთრად შეამცირა

Covid-19 - ის შემთხვევები, ასევე შემცირდა ჰოსპიტალიაციისა და გარდაცვალების შემთხვევებიც".

mkurnali.ge

შეიძლება ითქვას, რომ ისრაელში მესამე ტალღა დასასრულს უახლოვდება

იგი ამბობს, რომ ეს შედეგები მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ისინი მიღებულია მაშინ, როცა მსოფლიოში გამოჩდა ახალი ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც გავრცელების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ისრაელში დიაგნოსტირებულ შემთხვევათა 80% სწორედ ეს ფორმა იყო. დღეისთვის ბრიტანეთში დიაგნოსტირებულ შემთხვევათა 98% არის ამ შტამით გამოწვეული და ის ასევე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

თუმცა აღნიშნული შედეგები ნათელს არ ჰფენს ვაქცინის ეფექტურობას ბრაზილიური და სამხრეთ ამერიკული შტამებით გამოწვეული დაავადებისადმი.

mkurnali.ge

აქტიური შემთხვევების რიცხვი ისრაელში

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, პროფესორმა იეჰესკელ ლევიმ, აღნიშნა ვაქცინის მაღალეფეტურობა: "საგრძნობლად შემცირდა ავადობა აცრილ მოსახლეობაში არავაქცინირებულებთან შედარებით, იკლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელმა", - განაცხადა მან. - "ეს გვარწმუნებს ვაქცინის შედეგიანობაში კოვიდპანდემიასთან ბრძოლისას და გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ ვაქცინაციის კამპანია. ჩვენ კიდევ მეტად გავშლით ვაქცინაციას ყველა ასაკის მოქალაქეებში, რაც გვაძლევს იმედს, რომ მალე აღვადგენთ ნორმალურ ეკონომიკას და სოციალურ ფუნქციონირებას".