ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი (CVST) - თრომბის ტიპი, რომლის გამოც აშშ-მ Johnson&Johnson-ის ვაქცინის მოხმარება შეაჩერა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი (CVST) - თრომბის ტიპი, რომლის გამოც აშშ-მ Johnson&Johnson-ის ვაქცინის მოხმარება შეაჩერა

აღნიშნული გადაწყვვეტილება 6 ვაქცინირებულ პირთან თრომბის იშვიათი ფორმის გამოვლენის გამო იქნა მიღებული.

დღეს ჩანიშნულია იმუნიზაციის წესების მრჩეველთა კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილავენ აღნიშნულ შემთხვევას.

რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევის გამო შეჩერდა ვაქცინის გამოყენება. მათ ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი (CVST) განუვითარდათ.

რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული დაავადების შესახებ?

ეს არის თრომბის იშვიათი ტიპი, რომელიც თავის ტვინის ვენურ სინუსებში წარმოიქმნება.

ტვინის ვენურ სინუსურ სისტემაში სისხლი დედდება, წარმოიქმენა თრომბები და ვეღარ ხდება მისი გადინება თავის ტვინიდან, რაც სისხლის ქსოვილებში გაჟონვას იწვევს. ვითარდება ინსულტის მსგავსი მდგომარეობა.

ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

ყოველწლიურად, ამერიკაში ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის 5000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული დაავადება ინსულტის განვითარების მიზეზი შემთხვევათა 0.5%-შია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინში თრომბი?

ის უფრო ხშირად ქალბატონებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

გამომწვევი რისკ-ფაქტორებია:

• ორსულობა

• ორსულობის შემდგომ ესტროგენების მაღალი დონე

• ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება

• სიმსუქნე

• სიმსივნე

• გადატანილი თრომბი

• სისხლძარღვთა დაავადებები: წითელი მგლურა, ვეგენერის გრანულომატოზი (სისხლძარღვების ანთება), ბეხჩეტის სინდრომი (მთელ ორგანიზმში სისხლძარღვთა ანთება)

• დაბალი არტერიული წნევა (თავის ტვინში)

• ნაწლავური დაავადებები (კრონის დაავადება)

• კოვიდ19

65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის გამომწვევი რისკ-ფაქტორების 37% გაურკვეველი გენეზისაა.

მისთვის დამახასიათებელია ინსულტის მსგავსი სიმპტომები:

• თავის ტკივილი

• მხედველობის დაბინდვა

• სხეულის გარკვეულ ნაწილზე მოძრაობის კონტროლის დაკრგვა

• გულის წასვლა

• სისუსტე

• დაბნეულობა

• კრუნჩხვები

• მეტყველების პრობლემები

• ფეხების, ხელების დაბუჟება

• კომა

აღნიშნული სიმპტომებიდან თუ რამდენიმე აღგენიშნებათ, საჭიროა თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რათა გაირკვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა ან თრომბი ხომ არ არის.

ასევე საჭიროა შემდეგი კვლევები:

• სისხლის ანალიზი

• ვენოგრაფია

• ანგიოგრაფია

• ულტრაბგერითი კვლევა

დაავადების პრევენცია შეგიძლიათ შემდეგი გზით:

• ყოველდღიურად ხილი და ბოსტნეული მიირთვით

• დაიცავით უცხიმო დიეტა

• ივარჯიშეთ

• მოერიდეთ თამბაქოს მოწევას

• სწორად მართეთ ქრონიკული დაავადებები: შაქარი, ჰიპერტენზია და სხვ.

ცერებრალური ვენური სინუსური თრომბოზის დროული მკურნალობის შემთხვევაში, დაავადებულ ადამიანთა 80% სრულად ჯანმრთელდება.

გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

პაციენტი ნორმალურ მდგომარეობას რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ უბრუნდება.