Johnson & Johnson – ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა დაფიქსირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Johnson & Johnson – ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

შეერთებულ შტატებს Johnson & Johnson – ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას აძლევენ. CNN-ის ინფორმაციით, უწყებებმა აღნიშნული რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც Johnson & Johnson – ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები 18 და 48 წლამდე ასაკის ქალებში, ვაქცინაციიდან 6-13 დღეში გამოვლინდა.

"ოთხშაბათს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იმუნიზაციის წესების მრჩეველთა კომიტეტის სხდომას მოიწვევს, რათა ეს შემთხვევები განიხილოს და მათი პოტენციური მნიშვნელობა შეაფასოს. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია განიხილავს ამ ანალიზს, რადგან ის ასევე იკვლევს ამ შემთხვევებს. სანამ ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ გირჩევთ, სიფრთხილის გამო, ამ ვაქცინის გამოყენება დააპაუზოთ,"- აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, საერთო ჯამში, Johnson & Johnson – ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 6.8 მილიონი დოზაა გამოყენებული.