პირბადეებში - ჭიები, ვაქცინებში - ჩიპები - ვინ ან რატომ ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს ვაქცინებზე, პირბადეებზე, პანდემიაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირბადეებში - ჭიები, ვაქცინებში - ჩიპები - ვინ ან რატომ ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს ვაქცინებზე, პირბადეებზე, პანდემიაზე

ლაბორატორიები - ჩართულნი არიან ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებების შექმნისა და სრულყოფის საქმეში.

უკვე შეიქმნა და ოფიციალურად აღიარებული იქნა რამდენიმე ვაქცინა ამ ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც საინფრომაციო ომს უცხადებენ პანდემიასთან ბრძოლისა და ვაქცინაციის კამპანიას და ავრცელებენ სხვადასხვაგვარ ჭორს საზოგადოებაში მასობრივი შიშისა და უნდობლობის დასათესად.

რა მიზანი აქვთ ამ ძალებს და ვის ან რას ემსახურებიან, ეს ჩვენთვის არ არის მარტივი დასადგენი, თუმცა ერთი რამ ცხადია - მათ სურთ, რომ პანდემია კიდევ უფრო დამძიმდეს, დიდხანს გაგრძელდეს და ეკონომიკა მაქსიმალურად განადგურდეს. რატომ? ამას მომავალი გვიჩვენებს.

ასეთი ძალების გავრცელებულია, მაგალითად, შემდეგი სახის სრულიად აბსურდული ინფორმაციები:

  • არ გააზომვინოთ ტემპერატურა დაწესებულებებში შესვლისას ციფრული თერმომეტრით, რადგან ეს თერმომეტრი დაგასხივებთ და თუ ბევრჯერ დასხივდებით, გარდაიცვლებით.

  • არ გაიკეთოთ პირბადე, რადგან მასში ჭიები და ბაქტერიებია და ასე გწამლავენ და გაავადებენ პირბადის მწარმოებლები.

  • არ გაიკეთოთ ტესტი, რადგან ტესტის ასაღები ჩხირები დასველებულია ისეთ ნივთიერებაში, რომელიც თქვენს მოწამვლას გამოიწვევს და თავის ტკივილები დაგეწყებათ, შეიძლება ტვინშიც გავრცელდეს ინტოქსიკაცია.

  • არ გაიკეთოთ ვაქცინა, რადგან მასში არის გენეტიკური მასალა, რომელიც თქვენს გენებში "ჩაჯდება" და თქვენც გენმოდიფიცირებული გახდებით - როგორც კარტოფილი და საზამთრო გამოჰყავთ, ზუსტად ისე.

  • კიდევ, თურმე ვაქცინაში არის თხევადი ჩიპი, რომელიც თქვენს ორგანიზმში უნდა შეიყვანონ და მერე ამ ჩიპებს დაუკავშირებენ 5G ქსელებს, რომლითაც უნდა გვმართონ.

იმდენად აბსურდულად ჩანს ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი, მხოლოდ ღიმილს იწვევს და არც კი ღირს ამაზე განმარტების გაკეთება.

ეს და კიდევ მრავალი მსგავსი, ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული თეორიები ისტერიულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და ადამიანთა ფსიქიკას არყევს, ანადგურებს, მასობრივ შიშსა და უნდობლობას თესავს. ეს თეორიები არ ემსახურება არც თქვენს დაცვას და არც თქვენს ჯანმრთელობას. ეს თეორიები მხოლოდ პანდემიის გახანგრძლივებას და ქვეყნის პარალიზებას უწყობს ხელს.

"მკურნალი" ყოველთვის ცდილობს, მოგაწოდოთ მეცნიერულად დადასტურებული, ობიექტური ინფორმაციები პანდემიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე, ყველა რგოლზე. ჩვენ ვწერთ პირბადეებზეც, პრეპარატებზეც, ვაქცინებზეც, მათ გვერდით ეფექტებზეც, რომელთაც ექიმები აფიქსირებენ, ვწერთ ობიექტურად, მიუკერძოებლად და გირჩევთ, რომ ნუ აყვებით პროვოკაციულ, დემაგოგიურ, მიზანმიმართულ სიცრუეებს, დამშვიდდით და მისდიეთ მედიკოსთა რეკომენდაციებს.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ჯანმრთელობას გისურვებთ!