Pfizer-BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინებმა შეიძლება კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი გამოიწვიოს, თუმცა ის სიცოცხლისთვის საშიში არ არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Pfizer-BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინებმა შეიძლება კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი გამოიწვიოს, თუმცა ის სიცოცხლისთვის საშიში არ არის

ნათქვამია ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში.

მკლევრებმა შეისწავლეს 414 პაციენტი, რომელთაც კანის სხვადასხვა ტიპის რეაქცია გამოუვლინდათ ვაქცინაციის შემდეგ (2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 14 თებერვლამდე ვაქცინირებული პირები).

აღნიშნული შემთხვევებიდან არც ერთი არ იყო სიცოცხლისთვის საშიში.

მათ ჰქონდათ კანზე გამონაყარი, მაგრამ ის მალე გაქრა და მათ შეძლეს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებაც.

მათ, ვისაც ვაქცინის გაკეთებიდან 4 საათის განმავლობაში გამოუვლინდათ ალერგიული რეაქცია კანზე, არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა ანაფილაქსია, ან რაიმე სერიოზული სხვა რეაქცია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კანის რეაქციები ვაქცინაციიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს.

ნებისმიერი რეაქცია, რომელიც კანზე გამონაყრით გამოვლინდება, არანაკლებ 4 საათში შეიძლება ალერგიული რეაქციის მანიშნებელი იყოს.

ყველაზე გავრცელებული რეაქცია აღმოჩნდა, ნანემსარ ადგილას გამონაყარი, რომელსაც კოვიდ მკლავი, ან Moderna-ს მკლავი ეწოდა. აღნიშნული გამონაყარი Moderna-ს ვაქცინით აცრილ ადამიანთა 95%-ს გამოუვლინდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც პირველი აცრის დროს ჰქონდათ ნანემსარ ადგილას გამონაყრი, ასევე მეორე დოზის მიღებისასაც დაუფიქსირდათ.

რამდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა ასევე შეშუპება და სიწითლე ფეხებსა და ხელებზე, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მეორე დოზაზე უარის თქმის  მიზეზი.

სხვა შემთხვევებში იყო წითელას მსგავსი გამონაყარი სხეულზე.

ასევე დაფიქსირდა სახის შემავსებელი ფილერების მქონე პაციენტებშიც რეაქცია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა ადამიანებმა, რომლებსაც შემავსებლები აქვთ გამოყენებული, აღნიშნულია კვლევაში.