სპეციალისტებმა დაასახელეს მიზეზი, რის გამოც SARS-CoV-2 მამაკაცებთან უფრო ხშირად იწვევს ლეტალობას, ვიდრე ქალებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპეციალისტებმა დაასახელეს მიზეზი, რის გამოც SARS-CoV-2 მამაკაცებთან უფრო ხშირად იწვევს ლეტალობას, ვიდრე ქალებთან

და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც დასახელებულია ის სავარაუდო მიზეზები, რომელთა გამოც მამაკაცებთან COVID-19-ის მიმდინარეობა უფრო მაღალი ლეტალობით გამოირჩევა.

მკვლევარებმა შეისწავლეს სისხლის პლაზმა 331 ჰოსპიტალიზებული პაციენტისა, რომელთა შორის 127 მამაკაცი, ხოლო 204 ქალი იყო.

პაციენტთა საშუალო ასაკი 45 წელს შეადგენდა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ IgG- ანტისხეულების (ცილები, რომლებსაც იმუნური სისტემა ინფექციის შეჭრის საპასუხოდ გამოიმუშავებს) კონცენტრაცია სხვადასხვა სქესის პაციენტთა სისხლში არსებითად არ განსხვავდება COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო ფორმებისას, მაშინ როცა, მძიმე პაციენტებთან მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება.

მდედრობითი სქესის მძიმე პაციენტებს მამაკაცებთან შედარებით 20-25 %-ით მეტი ანტისხეული აღმოაჩნდათ SARS-CoV-2 წინააღმდეგ.

მკვლევარებმა ნახეს IgG- ანტისხეულების დონის მნიშვნელოვანი განსხვავება მძიმე პაციენტთა შორის სიმპტომების დაწყებიდან მე-3 და მე-5 კვირებს შორის შუალედში.

ეს განსხვავება და კვლევებით გამოვლენილი კიდევ რამდენიმე ფაქტორი ხსნის, განმარტავს დაავადების განვითარების განსხვავებულ დინამიკას სხვადასხვა სქესის პაციენტებს შორის.

სხვა ფაქტორებს შორის სახელდება:

• ჰორმონული ფონის დამცველობითი სტატუსი, კერძოდ ტესტოსტერონის მაღალი დონე მამაკაცებთან, რომელიც რამდენადმე იმუნოსუპრესიას ანუ იმუნური პასუხის დათრგუნვას განაპირობებს;

• ჰემოგლობინის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მამაკაცებს უფრო მაღალი აქვთ;

• მავნე ჩვევები, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, რომელიც მამაკაცებს შორის უფრო ხშირია ქალებთან შედარებით.