"ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი შეიზღუდა - ამ ვაქცინით მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს აცრიან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

"ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი შეიზღუდა - ამ ვაქცინით მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს აცრიან

"ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი შეიზღუდა - ამ ვაქცინით მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს აცრიან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში განხორციელდება. მისი თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია ექსპერტთა საბჭომ გასცა, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად:

"ვაქცინაციის პროგრამა "ასტრაზენეკას" ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ეხლაც მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამ ეტაპზე ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება. რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს. ამდენად ის ვინც უსაფრთხოდ
ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როცა მას უკვე მოუწევს 8 და 12 კვირიანი ინტერვალით ვაქცინის ჩატარება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს დამატებითი
ინფორმაცია "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. მისი თქმით, ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე, თუმცა მათ აღიარეს ასევე შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და "არსტაზენეკას" შორის.

"უიშვიათესია ეს გართულება. სტატისტიკა დღევანდლამდე არსებული მიუთითებს რომ შესაძლებლობა არის 4 ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის "ასტრაზენეკას" გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში. მაგალითად დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში "ასტაზენეკა"ს გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ, შვედეთში 65 წლის ზემოთ მოსახლეობაში, ესპანეთში 65 წლის ზემოთ, თუმცა ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი განსაკუთრებით მაღალია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გაგრძელდეს "ასტრაზენეკას" გამოყენება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს საქართველოში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - "ფაიზერით" და "ასტრაზენეკათი". 3 აპრილს საქართველომ მიიღო ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მისი გამოყენება დაიწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შემდეგ კი, 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 8 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში ჯამურად 15 693 ადამიანია აცრილი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე, ინდოეთმა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ე.წ. "ხანგრძლივი კოვიდი" კარგად ნაცნობი ფენომენია, რომლის დროსაც კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად