უჯრედისი გვიცავს COVID-19-ის მძიმე ფორმებისაგან
უჯრედისის მოწოდების შემთხვევაში, ნაწლავის მიერ გამომუშავებული მიკროფლორა აქრობს ანთებით პროცესს და აქვეითებს უჯრედში SARS-COV-2 -ის შეღწევის ხელშემწყობი გენის ექსპრესიას.
სტატისტიკის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთან 50% აღენიშნება კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ უსიამოვნო სიმპტომები (დიარეა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი).
აღნიშნული სიმპტომები დამახასიათებელია ინფექციის მძიმე მიმდინერეობისას 17,6%-ში. გარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედებისა, სიმპტომები განპირობებულია ასევე ვირუსის ნაწლავის მიკროფლორაზე ზემოქმედებითაც (მცირდება იმ ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც საკვები ბოჭკოების ფერმანტაციის გზით გამოყოფენ მცირეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს).
ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერები კორონავირუსით ასნებოვნებდნენ მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელ ქსოვილსა და ეპითელურ უჯრედებს. ცხიმოვანი მჟავებით დამუშავება ამცირებდა DDX58 გენის ექსპრესიას.
აღნიშნული გენი დაკავშირეგულია იმ ცილასთან, რომელიც გამოყოფს ვირუსულ ნუკლეინის მჟავებს და ააქტიურებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამომუშავების რეაქციების კასკადს. პარალელურად ქვეითდება TMPRSS2 ცილის დონე, რომელიც აუცილებელია უჯრედში შესაღწევად.