რომელ ვაქცინას იყენებს თურქეთი და რატომ მატულობს კორონავირუსის შემთხვევები ვაქცინაციის მიუხედავად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ ვაქცინას იყენებს თურქეთი და რატომ მატულობს კორონავირუსის შემთხვევები ვაქცინაციის მიუხედავად?

პირველ ეტაპზე მედიკოსების და მოხუცების მასობრივი ვაქცინაცია გამოცხადდა. ახლა კი ქვეყანამ დაიწყო 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა.

სიმსივნით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი, ჭარბწონიანები, დაუნის სინდრომის მქონენი, აგრეთვე პაციენტები, რომლებიც იმუნოდეპრესანტებს იღებენ - ასევე ჩართული არიან ვაქცინაციის პროგრამაში.

ამის მიუხედავად, კორონავირუსისშემთხვევებმა კი არ იკლო, იმატა კიდეც და 30 000-ს გადააჭარბა. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ რადიკალური ზომების მიღებას არ აპირებს, თუმცა შეიძლება ზოგიერთი დიდ ქალაქის "სრული იზოლაცია" მოხდეს.

ამ ეტაპზე თურქეთი ვაქცინაციისთვის იყენებს ჩინური სინოვაკის მიერ წარმოებულ ვაქცინას - CoronaVac-ს, ამასთან ერთად ქვეყანამ 1,4 მილიონამდე ფაიზერის ვაქცინაც შეისყიდა. თუმცა მალე აპირებენ ფაიზერის დიდი რაოდნეობით შემოტანასაც.

ამ ეტაპზე პირველი ვაცქინაცია ჩაუტარდა 15 000 000-მდე ადამიანს და ორჯერადი აცრა - 6,5 მილიონ ადამიანს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მოსახლეობა 85 მილიონამდეა, ამდენად ორჯერ ვაქცინირებულები ქვეყნის მოსახლეობის 7,5 %-ია.

ვაცქინაციისთვის მოქალაქეები ინტერნეტით ან სატელეფონო ზარით რეგისტრირდებიან.

თურქეთი მაისში 100 000 000 დოზა ფაიზერის შემოტანას გეგმავს, პრიორიტეტულ ჯგუფში იქნებიან მასწავლებლები.

ქვეყანაში მთავარი პრობლემაა ადამიანები, რომლებიც უგულებელყოფენ დადგენილ წესებს და აგრეთვე ვირუსის ახალი შტამები, რომლებიც სწრაფად ვრცელდება.

ახალ შემთხვევათა 80% ბრიტანული შტამით არის გამოწვეული. მჭიდროდ დასახლებულ სტამბულში, სადაც 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ახალი შტამით ინფიცირების წილი 70%-ია. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, პაციენტებს თითქმის არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და არც ლეტალური შემთხვევებია აღრიცხული.

ჩინური ვაცქინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათმა ვაქცინამ ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა ჩატარებულ კვლევებში.

ამ ეტაპზე თურქეთის ხელისუფლება გეგმავს იმ ცალკეული რეგიონების და ქალაქების წერტილოვან შეზღუდვებს, სადაც ავადობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია.