რა ვიცით "ნოვავაქსის" ვაქცინაზე, რომლის მილიონი დოზის შემოტანაც იგეგმება საქართველოში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რა ვიცით "ნოვავაქსის" ვაქცინაზე, რომლის მილიონი დოზის შემოტანაც იგეგმება საქართველოში

რა ვიცით "ნოვავაქსის" ვაქცინაზე, რომლის მილიონი დოზის შემოტანაც იგეგმება საქართველოში
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, საქართველოში მილიონი დოზა
ნოვავაქსის ვაქცინის შემოსატანად. ამიტომ, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.

ამერიკული კომპანია "ნოვავაქსის" კოვიდ-19-ის ვაქცინამ ბრიტანულ კვლევაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინას დაავადების პრევენციაში 96%-იანი შედეგი აღმოაჩნდა. აცრილებს შორის საერთოდ არ იყო მწვავე დაავადების ან სიკვდილის შემთხვევა, - აცხადებს კომპანია.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ ვარიაციებს, "ნოვავაქსში" ამბობენ, რომ მათ ვაქცინა პირველად ბრიტანეთში აღმოჩენილ B.1.1.7 ვარიანტზეც გამოსცადეს. ამ შემთხვევაში ვაქცინის ეფექტურობა, ორიგინალურ ვერსიასთან შედარებით ცოტა ნაკლები, 86% იყო, თუმცა ეს მაინც ძალიან კარგ შედეგად
ითვლება.

დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline (GSK) იწყებს ნოვავაქსის ვაქცინის წარმოება-დაფასოებას და იგეგმება 60 მილიონი დოზის წარმოება, რომელიც მოხმარდება როგორც ბრიტანელთა, ასევე სხვა ქვეყნების მოსახლეობის ვაქცინაციას.

ნოვავაქსი არ არის არც ვირუსულ ვექტორზე დამზადებული და არც რნმ-შემცველი ვაქცინა. ის მიეკუთვნება
ცილოვან ვაქცინებს. ცილოვანი ვაქცინის დასამზადებლად იღებენ ვირუსის გარკვეულ ფრაგმენტს - ცილას, რომელიც გამოიწვევს იმუნურ პასუხს და გასუფთავებული ფრაგმენტი შეჰყავთ ორგანიზმში. ცილას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა და ასეთ ვაქცინებს არც მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ახასიათებს.

mkurnali.ge






გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ "ფაიზერი" და "მოდერნა" ყველა მსურველისთვის უახლოეს
პაატა იმნაძე: გათამამდა ზოგი აცრილი… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ.
კორონავირუსული ინფექციის მქონე ყოველ მეათე ადამიანს უფიქსირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მხრივ
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად