ისრაელი ვაქცინის 30 მილიონ დოზას კიდევ შეისყიდის
აქვს ვაქცინის 30 მილიონი დოზის შესყიდვა და ამისთვის გამყოფილია 3,5 მილიარდი შეკელი.
კონტრაქტი 25 მილიონი დოზის შესყიდვაზე უკვე ხელმოწერილია და ამ პარტიას ისრაელი წლის ბოლომდე მიიღებს.
საბოლოოდ ისრაელს 2021-2022 წლის პერიოდისთვის 60 მილიონი დოზის შესყიდვა აქვს დაგეგმილი.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 10 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია და კიდევ 2 მილიონზე მეტი დოზაა საჭირო 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის სრული ვაქცინაციისთვის.
ამგვარად, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განზრახული აქვს 5-ჯერ მეტი დოზის შესყიდვა, ვიდრე ამ ეტაპზე პანდემიასთან საბრძოლველად სჭირდება.
როგორ საინფორმაციო წყარო ადასტურებს, ისრაელმა შესაძლოა ვაქცინა ბავშვების აცრისთვის გამოიყენოს, როცა მას აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის დაამტკიცებენ, მაგრამ ამის შემდეგ მას რამდენიმე ათეული მილიონი დოზა მაინც დარჩება, რომელსაც რამდენიმე თვეში ვადა გაუვა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მისთვის ყველა ეს პრობლემა ცნობილია, თუმცა, მაინც მიიჩნევს ასეთი მარაგის შექმნას და თადარიგის დაჭერას საჭიროდ, პანდემიის არაპროგნოზირებადი ვითარებიდან გამომდინარე!