ფაიზერს ახლო მომავალში აღარ ველოდებით, სამომავლოდ ისევ ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება ვაქცინაცია - პაატა იმნაძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაიზერს ახლო მომავალში აღარ ველოდებით, სამომავლოდ ისევ ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება ვაქცინაცია - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძეს ესაუბრა:

- ბატონო პაატა, საიტზე booking.moh.gov.ge სადაც ვაქცინაციის მსურველები რეგისტრირდებიან, ჩანს, რომ ფაიზერის ვაქცინის მიღების ყველა შესაძლო დრო დაჯავშნილია როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. ასევე შევსებულია ასტრაზენეკათი ვაცქინაციის მსურველთა მიერ ყველა ადგილი თბილისში, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე - თუ გადავხედავთ კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო და შიდა ქართლის დასაჯავშნ ცხრილებს, მხოლოდ ერთეული ადგილებია შევსებული. რა გეგმაა თბილისთან დაკავშირებით - როდის და სად შეძლებენ ვაქცინაციას სხვა მსურველები, რომლებიც ჯერ არ დარეგისტრირებულან?

mkurnali.ge

ასე გამოიყურება ასტრაზენეკათი ვაცქინაციის დასაჯავშნი ცხრილი ოზურგეთის პუნქტისთვის.

- აუცილებლად დავამატებთ ვაცქინაციის პუნქტებს თბილისში და ვაცნობებთ ამის შესახებ საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ გავაუქმეთ ვაქცინაციის პუნქტები ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში და მხოლოდ მულტიპროფილური კლინიკები მიიღებენ ვაქცინაციის მსურველებს.

- სხვა რეგიონების მოსახლეობას თუ ექნება შესაძლებლობა, რომ ფაიზერის ვაქცინით აიცრას?

- ამის შესახებ თავიდანვე ითქვა, რომ ფაიზერის ვაქცინას შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი სჭირდება, ამიტომ მხოლოდ დიდ ქალაქებში მოეწყო ფაიზერით ვაქცინაციის პუნქტები. სხვა რეგიონების მოსახლეობა აიცრება ასტრაზენეკას ვაქცინით, ან მსურველები უნდა ჩავიდნენ იმ ქალაქებში, სადაც სურთ ვაქცინაცია.

- იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი არ შეფერხდეს, ალბათ ვაცქინის მომდევნო პარტიებზე უკვე მიდის მოლაპარაკება. ელოდებით თუ არა კიდევ ფაიზერის ვაქცინას თუ ისვე ასტრაზენეკა შემოვა?

- ფაიზერს ახლო მომავალში აღარ ველოდებით, ახლა ისევ ასტრაზენეკა შემოვა. სხვათა შორის, ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ევროპის არაერთი ქვეყნისა და ამერიკის მოსახლეობასაც კი არ აქვს, ადამიანები იცრებიან იმ ვაქცინით, რაც არის იმ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენს მოსახლეობას კი ამ ეტაპზე ასეთი შესაძლებლობა მიეცა, რაც ძალიან კარგია.

- ასტრაზენეკას ის ვაქცინა, რომელსაც შემოიტანთ, ევროპული წარმოების იქნება თუ ინდური?

- ვაქცინა არის ასტრაზენეკას მიერ წარმოებული და რომელი ქარხნის მიერ იქნება დამზადებული, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.