იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ

პროფესორი ალფრედ ციპელიუსი ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკაში საინტერესო კვლევებს ატარებს, ის დიდი ხანია პაციენტებს ინოვაციური მეთოდით მკურნალობს და დარწმუნებულია, რომ სიმსივნის ზოგიერთი სახეობის მკურნალობაში მალე რევოლუციურ შედეგებს აჩვენებს.

მეცნიერები კარგა ხანია განიხილავენ საკითხს, რა გავლენას ახდენს იმუნური სისტემა ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაზე. მხოლოდ 1990 წლების დასასრულს მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით აჩვენეს, რომ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია აქტიურად ებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს.

ამავე პერიოდში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ავთვისებიანი უჯრედების თვისება - იმუნური უჯრედების დაბლოკვის აქტიური უნარი, რის გამოც ე.წ. T-უჯრედები ანუ T-ქილერები (მკვლელები) ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციას.

ინტენსიური და მრავალწლიანი კვლევების შედეგად მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, თუ როგორ ბლოკავენ სიმსივნური უჯრედები იმუნურ უჯრედებს.

საპასუხოდ სპეციფიკური მკურნალობაც კი შეიმუშავეს: იმუნოთერაპიაში პაციენტის ქილერ-უჯრედებს ააქტივებენ ხელოვნურად შექმნილი ცილოვანი სტრუქტურებით, რომლებსაც მონოკლონურ ანტისხეულებს უწოდებენ.

T-უჯრედების რეაქტივაციის შემდეგ, იმუნური სისტემა ხელმეორედ შეიცნობს (ამოიცნობს) სიმსივნეს, ლიმფოციტები იწყებენ სიმსივნური წარმონაქმნის განადგურებას ან ბლოკავენ (აჩერებენ) მის განვითარებას, მათ შორის დაავადების გვიან სტადიებზე.

ეს საინტერესო კვლევები ინტენსიურად გრძელდება ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკაში. აქ ექსპერიმენტები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, იმუნოთერაპია შეისწავლება სხივურ და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.

ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს!