ყველაზე გავრცელებული მითები კოვიდ ვაქცინაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე გავრცელებული მითები კოვიდ ვაქცინაზე

მის შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მოდი გავეცნოთ, რამდენიმე მათგანს.

ვაქცინები არ არის უსაფრთხო, რადგან ძალიან სწრაფად შეიქმნა

პირველ რიგში, მეცნიერებისთვის ეს არ ყოფილა ახალი და არ დაუწყიათ ნულიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ კოვიდ19 არის ახალი ვირუსი, მაგრამ ის არ არის პირველი კორონავირუსი. მეცნიერები წლებისგანმავლობაში იკვლევდნენ სხვა კორონავირუსებს და ზოგადად, ამ სახის პათოგენების წარმომავლობასა თუ მექანიზმს.

კოვიდ19-მა გამოიწვია პანდემია, ის მსოფლიოს ყველა კუთხეს მოედო, რამაც მეცნიერთა დიდი რაოდენობით მობილიზება და ფართო დაფინანსების სპექტრი გააჩინა.

კლინიკური კვლევები, ნორმალურ პირობებში, ტარდება თანმიმდევრულად, რასაც მეტი დრო სჭირდება.

ამ შემთხვევაში, მეცნიერებს შეეძლოთ ერთდროულად რამდენიმე ცდის ჩატარება, რამაც დიდი დრო დაზოგა.

ეს ფაქტორები დაეხმარათ მეცნიერებს, შექმნილიყო უსაფრთხო ვაქცინა, შედარებით მცირე დროში.

ვაქცინა შეცვლის ჩემს დნმ-ს

ვაქცინების უმეტესობა, მათ შორის Pfizer-BioNTech და Moderna ემყარება რნმ-ს.

ისინი ტრადიციული ვაქცინისაგან განსხვავებულია.

რნმ არ არის ინტეგრირებული ჩვენს დნმ-ში, მას შემდეგ, რაც აღნიშნული მესენჯერი საკუთარ ფუნქციას ასრულეს, ნადგურდება.

სინამდვილეში, ვაქცინის რნმ ჩვენი უჯრედის ბირთვამდეც კი ვერ მიაღწევს, სადაც ჩვენი დნმ არის მოთავსებული.

კოვიდ ვაქცინამ, შესაძლოა, კოვიდ19 გამოიწვიოს

არც ერთი კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, ან შემცივნება გამოწვეულია იმუნური რეაქციით და არა ინფექციით.

ვაქცინა მიკროჩიპს შეიცავს

ამერიკაში მოსახლეობის 28% (გამოიკითხა 1640 ადამიანი) თვლის, რომ ბილ გეითსი კოვიდ19-ის ვაქცინაციით მიკროჩიპის ჩადგმას აპირებს მოსახლეობაში.

ფიქრობენ, რომ ასე თითოეული ადამიანის ნაბიჯი ეცოდინებათ, თუმცა ამას ის გაჯეტები და სმარტფონებიც შესანიშნავად ასრულებენ, რომელიც უკვე გვაქვს.

ამასთან დაკავშირებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

კოვიდ19-ის ვაქცინა უნაყოფობას იწვევს

არ დამტკიცებულა, რომ ნაყოფიერებაზე ახდენს ვაქცინა გავლენას და რომ მან ორსულობაზე შეიძლება იმოქმედოს.

ჭორები ერთ-ერთი ცილის გამო დაიწყო, რომელიც მნიშვნელოვანია პლაცენტისთვის და მონაწილეობს ვაქცინის მოქმედების მექანიზმში.

ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება

გულის და ფილტვის დაავადებების, დიაბეტი და მსგავსი სხვა ქრონიკული პათოლოგიების დროს, ადამიანს შეუძლია გაიკეთოს ვაქცინა ექიმთან გასაუბრების შემდეგ.

მხოლოდ ალერგიული რეაქციების შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება.

მათ, ვინც უკვე გადაიტანა კოვიდ19 აღარ საჭიროებენ ვაქცინას

რეინფიცირების თავიდან აცილების გამო, უნდა აიცრან ის ადამიანებიც, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კოვიდ19.