რომ ვიტამინი B6 ორგანიზმს იცავს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებისაგან, როგორიცაა ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და დიაბეტი.
ამის მიღწევა ხდება ორგანიზმში ანთების დონის დაქვეითების, ასევე ოქსიდაციური და კარბონილური სტრესის (ჟანგბადის და ნახშირჟანგის თავისუფალი მოლეკულებით უჯრედული დნმ-ის დაზიანება) დათრგუნვის ხარჯზე.
ამას გარდა, ანთების საწინააღმდეგო თვისებებიდან გამომდინარე, ვიტამინი B6 ამცირებს თრომბების წარმოქმნის შესაძლებლობას და აწესრიგებს იმუნური სისტემის მუშაობას. ცნობილია, რომ ამ ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება იმუნიტეტის შესუსტება და ხშირი ვირუსული ინფექციები.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,
ამას გრდა, კორონავირუსულ ინფექციას ხშირად თან ახლავს თრომბების წარმოქმნის გაძლიერება, რომელიც ბლოკავს გულის, ღვიძლის, ფილტვებისა და თირკმელების წვრილ სისხლძარღვებს. მეცნიერების აზრით, ვიტამინ B6-ის ანტითრომბულმა თვისებამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს აღნიშნული მძიმე გართულება.
საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე და ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად აუცილებელია კოვიდიანი პაციენტების კლინიკური კვლევა.
ვიტამინი B6-ით მდიდარია: ხორბალი, ბანანი, ნიგოზი, თხილი, ისპანახი, კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, ციტრუსები, ავოკადო, თევზი, ღორის ხორცი, კვერცის გული, პარკოსნები.