ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას - პირბადეების გამოყენების მაჩვენებლი იყო 72%, ახლა 62%-ია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას - პირბადეების გამოყენების მაჩვენებლი იყო 72%, ახლა 62%-ია

თუმცა ამის აცილება შესაძლებელია.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი, რომელიც ახლა 62%-ია, 90%-ზე უნდა ავიდეს.

"მესამე ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი "ლოქდაუნი" 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა.

ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას. ამაში დაგვეხმარება ვაქცინა, მაგრამ სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და მესამე ტალღის ბედი არის ჩვენს ხელში. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ, ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გავთამამდით და შეზღუდვების მოხსნის პარალელურად პირბადეებზეც უარი თქვეს.

თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებლი იყო 72%, ახლა 62%-ია, ჩვენ რომ თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ მესამე ტალღისგან, პირბადეების ტარების მაჩვენებელი უნდა გქვონდეს 90%",- განაცხადა ცერცვაძემ.