გაცხიმოვნება ამცირებს ვაქცინის ეფექტურობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაცხიმოვნება ამცირებს ვაქცინის ეფექტურობას

აღმოჩნდეს იმ პირებისთვის, რომლებსაც გაცხიმოვნება აწუხებთ.

ამ დასკვნამდე მივიდა იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი ახალი კვლევის საფუძველზე - აცხადებს The Guardian.

უფრო კონკრეტულად, გაანალიზეს ვაქცინის ორი დოზით აცრილი 248 მედმუშაკის (158 ქალი და 90 მამაკაცი) მონაცემი.

მეორე ინიექციის შემდეგ საკვლევი პირების 99,5 %-ს გამოუმუშავდა ანტისხეულები, თუმცა, ძლიერი იმუნური პასუხი დაფიქსირდა მხოლოდ ნორმალური წონის მქონე პირებთან. ჭარბწონიანებთან ანტისხეულების გამომუშავება სათანადოდ ვერ მოხდა.

"რამდენადაც გაცხიმოვნება COVID-19-ით დაავადებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, საჭიროა, ვაქცინაციის ეფექტური პროგრამის დაგეგმვა მოსახლეობის ამ კონტინგენტთან"- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ალდო ვენუტი.

საყურადღებოა აგრეთვე ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორ-იმუნოლოგის დენი ალტმანის განმარტებაც:

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ სხეულის მასის ინდექსი მეტად საყურადღებო ფაქტორი და მნიშვნელოვანი პრედიქტორია (პროგნოზირების საშუალება) ვაქცინაზე ცუდი იმუნური პასუხის, მართალია, დასკვნები ამ ეტაპზე სათანადო რაოდენობის მონაცემებს ვერ ეფუძნება, მაგრამ ის კი დასტურდება, რომ ვაქცინირებული მოსახლეობა არ არის და ვერ იქნება კოლექტიური იმუნიტეტის არსებობის სინონიმი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობაც გაცხიმოვნების მაღალი დონით გამოირჩევა!"