კორონავირუსი, როგორც ნეიროინფექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსი, როგორც ნეიროინფექცია

რა პრობლემებით მოგმართავენ უმეტესად პანდემიის დროს პაციენტები?

- დღეს ფსიქიატრიის ექსპერტები მსოფლიოში, ორ პანდემიაზე საუბრობენ. ერთი ეს გახლავთ კოვიდ პანდემია, ხოლო მეორე ფსიქიკური დარღვევებით გამოწვეული პანდემია. დრამატულად იმატა ფსიქიკური დარღვევებით ავადობამ პანდემიის პირობებში.

ფსქიკური აშლილობები, ასევე პოსტკოვიდური აშილობები ძალიან გახშირდა. თავად ექიმებშიც არის გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელი, განსაკუთრებით ეს ეხება სტაციონარში მომუშავე ექიმებს. მათ 24 საათის განმავლობაში უწევთ ეკიპირებით მძიმე პაციენტებთნ მუშაობა.

შფოთვა, დეპრესია, უძილობა, სტრესი - ის ხშირი პრობლემებია, რასაც თავად ექიმებიც ებრძვიან.

როგორ უნდა მივხვდეთ, რა სიმპტომებით ხასიათდება ფსიქიკური აშლილობა და დეპრესია?

- კლინიკური ნიშნები, გამოვლინებები მრავლგვარია. განსაკუთრებით საყურადღებოა პოსტტრავმული სტრესული აშლილობები, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც ნიშნავს, რომ პაციენტს თუ ოჯახის წევრი ავად ჰყავდა, იყო სტაციონარში დიდხანს, რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი იყო და ჰქონდა კოვიდი, ან გარდაეცვალა ოჯახის წევრი, ასეთი სტრესის შემდეგ არის მუდმივ შიშსა და განცდებში, ჩამქრალი ჰორიზონტი აქვს, ანუ იმედს ვერ ხედავს, იკეტება, აღარ არის აქტიური, ვეღარ ღებულოს თავისი საქმიანობით სიამოვნებას.

სოციალურად აქტიური აღარ არის, უძილობა, აგზნებულობა, გაღიზიანება ახასიათებს.

რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ ძირითადად?

- მომართვიანობა ყველა ასაკშია. განსაკუთრებული პოპულაციაა ბავშვები, რომლებიც ყველაზე ადვილად მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფია, მათ სტრესთან გამკლავების რესურსი არ აქვთ. აბსოლუტურად მშობლებზე, ოჯახზე არიან დამოკიდებულები.

მათთან ძალიან დიდია პოსტსტრესული აშლილობები. მშობლებს არ გამოგრჩეთ ბავშვის გუნება-განწყობილება, აქ საჭიროა არამედიკამენტური ჩარევა, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადების პროგრესირებას ამცირებს.

ყურადღებით იყავით ამ სიმპტომების გაჩენისას: ბავშვი თუ ჩაიკეტა, ასოციალურია, მშობლებთან არ შემოდის ურთიერთობაში, მუდმივად არის დამოკიდებული კომპიუტერსა და მობილურზე, აქვს ძილის პრობლემები, ენურეზი - ღამით ჩასველება.

ასევე, თინეიჯერები სენსიტიური პოპულაციაა. ექიმმა მათ ყურადღებით უნდა მოუსმინოს.

განსაკუთებით მნიშვნელოვანია მარტოხელა ხანშიშესული ადამიანები, რომლებსაც მწირი სოციალური კონტაქტები აქვთ და ფსიქიკური პრობლემებიც აქტუალურია მათთან.

ავადობის ყველაზე დიდი წილი დეპრესიულ გუნება-განწყობილებაზე მოდის. დეპრესია ხშირად გამოყენებადი ტერმინია, თუმცა სხვა რამ არის ჭეშმარიტი დეპრესია. ეს არის, როდესაც ადამიანს სიამოვნების მიღების უნარი ეკარგება, ხდება ასოციალური, მომავალს უყურებს პესიმისტურად, უიმედოდაა. ის ორი კვირა გრძელდება, შეიძლება ორი წელიც.

ასევე, არსებული დეპრესიები, რომლებიც ფარულ ფაზაში იყო, გამწვავდა. მკვეთრად გაიზარდა შფოთვითი აშილობებიც.

ისინი, ვინც რეალიზებულები იყვნენ, ჯანმრთელები, ახლა ეს პრობლემები მათაც აქვთ.

ზოგადად კოვიდ ინფექციას რამდენად ახლავს ფსიქიკური დარღვევები?

- ნევროლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ კოვიდ ინფექცია ნეირო-ინფექციაა და არ გახლავთ მხოლოდ რესპირატორული ინფექცია, რადგან ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემის გარკვეული სეგმენტები, რაც ვლინდება ყნოსვისა და გემოს დაკარგვით, ეს ნევროლოგიური სიმპტომატიკაა, შესაბამისად ითვლება, რომ მკვეთრად აზიანებს ნერვულ მდგომარეობას, მენტალურ შესაძლებლობებს, ბევრს მეხსიერების პრობლემები აქვთ პოსტკოვიდურ პერიოდში, ასევე უძილობა. თუმცა, ეს ყველაფერი აღდგენადია და გაივლის, დინამიკაში მცირდება ეს ჩივილები.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სტრესმა შედარებით ნაკლები ზიანი მოგვაყენოს?

- მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მიღებული მუდმივი სტრესი, ამდენი ავადობა, გარდაცვალება - არასასურველი ნეგატიური ინფორმაციის მიღება დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას. ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ, არ უსმინოთ უარყოფით ინფორმაციას, გამორთეთ, გადართეთ. ფსიქიკას სერიოზულ ზიანს აყენებს ნეგატიური სტატისტიკა. საკუთარი თავის გამამხნევებელი უნდა იყოთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, გარეთ გამოსვლა, ფეხით სიარული, პირადი ჰიგიენისა და დისტანცირების დაცვა დაგეხმარებათ. ეს ყველაზე პრიმიტიული, მარტივი რეკომენდაციებია.

რას გვეტყვით ვაქცინაციაზე ზოგადად და რა არის ვაქცინაცია დღეს კაცობრიობისთვის?

- ვაქცინაცია მედიცინაში არის პირველადი პრევენციის ერთ-ერთი სახეობა.

ვაქცინაციამ მსოფლიოს საშუალება მისცა, დაემარცხებინა ისეთი სასიკვდილო ინფექციები, რომლებიც გასულ საუკუნეებში ეპიდემიის სახით მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს სპობდა.

ვაქცინაცია გახლავთ ის იარაღი, რომელიც შეუფასებელია. მისი რეკალამირება, პრომოცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია არის ვაქცინაცია, მისი საშუალებით, არარსებული, ჯერ არ დამდგარი დაავადების თავიდან აცილება არის შესაძლებელი.

პირველადი პრევენცია ჯანმრთელ ადამიანზე ხორციელდება. ახალშობილობის ასაკიდან იწყება ეროვნული კალენდრით გათვალისწინეული ვაქცინაცია.

რაც შეეხება, უშუალოდ კოვიდ ინფექციას და ვაქცინაციას, მსოფლიო შეჯერდა, რომ პანდემიის მართვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია. ბოლო ერთ წელიწადში ვაქცინაზე მუშაობა უპრეცენდენტო ტემპით მიდის, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, მეცნიერთა ჯგუფები მუშაობენ.

ვაქცინის შეყვანისას გამომუშავდება ე.წ „ჯარისკაცი უჯრედები“ - ანტისხეულები, რომლებიც ცნობენ არსებულ ვირუსს და უზუნველყოფენ ვირუსსისგან ორგანიზმის დაცვას. მისი შექმნისას რამდენიმე პირობაა გასათვალისწინებელი.

ვაქცინა არის ხარისხიანი, როდესაც ის აკმაყოფილებს იმუნოგენურობას, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.

მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა შექმნეს ვაქცინის ფორმულა, რომელიც ეფექტურია კოვიდთან საბრძოლველად. 95%-ით ეფექტურია „Pfizer“ , „Moderna“-ს ვაქცინა 94%-ით,”Janssen”-ისა და” johnson & Johnson”-ის 66%-ით ,” AstraZeneca”.

რაც დავასახელე, ეს ევროპული და დასავლური ქვეყნის ვაქცინებია. მათ ექიმები დიდი იმედით შევყურებთ. მე, როგორც ექიმი, ყველას მოვუწოდებ ვაქცინის გაკეთებას.

რა მითითებები არსებობს რისკ-ჯგუფის პაციენეტებისთვის?

- ყოველთვის მასმედით, ექიმების მხრიდან სულ ისმის, რომ კოვიდ ინფექცია მაღალი ლეტალური გამოსავლით ხასიათდება ქრონიკულ პაციენტებთან.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება და აშ. კოვიდ ინფექციის შეხვედრის შემთხვევაში ელიან სასიკვდილო განაჩენს, ასეც არ გახლავთ.

ბევრი ჩემი ქრონიკულად მოავადე პაციენტი თავს გრძნობს შესანიშნავად კოვიდის გადატანის შემდეგ. თუმცა, ამ პაციენტებთან უფრო ფრთხილად ვართ - მეტად მომთხოვნნი და პრევენციულ ზომებს მკაცრად ვიცავთ.

ქრონიკულ პაციენტებთან მინდა დიდი ოპტიმიზმი შემოვიტანო. პაციენტს, რომელიც მუდმივად იკონტროლებს წნევას, შაქრის ციფრს, იღებს მედიკამენტებს რეჟიმის დაცვით და ასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც ექიმა დაავალა, ნაკლებია შანსი, რომ ინფიცირების შემთხვევაში გართულება ჰქონდეს.