ვაქცინაცია საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მალე დაიწყება - თანხა უკვე გადარიცხულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინაცია საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მალე დაიწყება - თანხა უკვე გადარიცხულია

- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის თანხა ჩოვახ პლატფორმას დღეს გადაერიცხა.

"დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ ჩოვახ პლატფორმიდან ვაქციენების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით "ასტრაზენეკას" ვაქცინით, დაიწყება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, Covax პლატფორმიდან შემოთავაზება "ასტრაზენეკას" გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეა. რაც შეეხება "ფაიზერს", ამირან გამყრელიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ "ფაიზერის" ვაქცინას, საქართველო მალე მიიღებს.

"ნოვოვაქსი" დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება Covax-ზე. გვეკითხებიან, არის თუ არა საქართველო. ეს ახალი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ უშუალოდ მის მწარმოებელთან გვაქვს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებაზე.

"ფაიზერთან" უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც ჩოვახ შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.