ფინეთში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვის ზრდის გამო, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა
თუ როგორი გაზაფხული და ზაფხული გვექნება"- განაცხადა ფინეთის პრემიერ მინისტრმა სანა მარინმა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის რამოდენიმე რეგიონში აღინიშნა კორონვირუსით დასნებოვნებულთა რიცხვის ზრდა. COVID-19-ის აფეთება დარეგისტრირდა სამთო-სათხილამურო კურორტ ლაპლანდიში, ასევე მუშათა შორის სამშენებლო მოედნებზე.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ფინეთში გამოვლინდა COVID-19-ით დაავადების 58 ათასი შემთხვევა. გარდაცვლილთა რაოდენობა 742 შეადგენს.
1 მარტიდან ფინეთის მთავრობამ გაამკაცრა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონე რეგიონებში დაიკეტა საზოგადოებრივი საუნები და აუზები, სპორტული დარბაზები და ფიტნეს-კლუბები. უფროსკლასელები გადაიყვანეს დისტანციურ სწავლებაზე, ხოლო 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის შეწყდა სკოლისგარეშე მეცადინეობები.
ქვეყანაში შემსვლელთათვის დაწესდა კორონავირუსზე აუცილებელი ტესტირება, რომელიც მანამდე ნებაყოფილობითი იყო. ხელისუფლება ასევე გეგმავს ქვეყანაში სამკვირიანი ლოკდაუნის დაწესებას 8-დან 28 მარტამდე.