ბილ გეიტსმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების ვადებზე და ახალ მოსალოდნელ პანდემიაზე ისაუბრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბილ გეიტსმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების ვადებზე და ახალ მოსალოდნელ პანდემიაზე ისაუბრა

- განაცხადა CNN-ის ეთერში Microsoft-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა ბილ გეიტსმა.

"სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მთელს მსოფლიოში პანდემიის დასასრულებლად რასაც ვაკეთებთ, არასაკმარისია"-განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, აშშ "თითქმის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება" უკვე შემოდგომისთვის, რადგანაც იმ დროისთვის ამუშავდება პრაქტიკულად ყველა სკოლა და აღდგება რესტორნებსა და სპორტულ ღონისძიებებზე გარკვეული ხარისხით დასწრება.

თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მანამდე არ მოხდება, ვიდრე "არ დავეხმარებით მთელ მსოფლიოს", აღნიშნა ბილ გეიტსმა. მან ასევე შეახსენა საზოგადოებას COVID-19-ით განმეორებით დასნებოვნების რისკიც. ბიზნესმენის განცხადებით, "ჯერჯერობით ვაქცინები მიდის მდიდარ ქვეყნებში".

ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეტი ვაქცინის გამოშვება, დამატებითი წარმოების გაშლა საზღვარგარეთ, მათ შორის ინდოეთის ქარხნებში. მისი თქმით, ისეთი კომპანიები, როგორიცაა

AstraZeneca, NovaVax და Johnson & Johnson, უკვე მუშაობენ მსგავს პროექტებზე.

იანვარში ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უფრო მძიმე იყოს, ვიდრე შAღშ-ჩოV-2 ვირუსის. მისი თქმით, ამ საშიშროებას ისევე უნდა მოვეკოდოთ, როგორც მსოფლიო ომის საფრთხეს.

"მილიარდები უნდა დავხარჯოთ, რომ გადავარჩინოთ ტრილიონები (და გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე)."- განაცხადა ბილ გეიტსმა.

ბიზნესმენის აზრით, ახალი პანდემია გარდაუვალია. საუკეთესო შემთხვევაში ის 20 წლის შემდეგ დაიწყება.