Pfizer -ის შენახვა ჩვეულებრივ მაცივრებშიც დაუშვეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

Pfizer -ის შენახვა ჩვეულებრივ მაცივრებშიც დაუშვეს

 Pfizer -ის შენახვა ჩვეულებრივ მაცივრებშიც დაუშვეს
მოგეხსენებათ, კომპანიების Pfizer და BioNTech მიერ შემუშავებული ვაქცინის შენახვისთვის განსაზღვრული იყო -60-დან -80 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურული პირობები ექვსი თვის განმავლობაში. ამპულების გალღობის შემდეგ კი დაშვებული იყო მათი შენახვა 2-8 გრადუსზე არა უმეტეს 5 დღისა.
ამერიკის სურსათისა და წამლის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ვაქცინის ტრანსპორტირება ჩვეულებრივ საყინულე კამერებშიც დაუშვა 2 კვირის განმავლობაში.

ამის შესახებ, 25 თებერვალს, ამერიკული მარეგულირებლის პრესს–სამსახურმა გააკეთა განცხადება.

FDA–ს ბიოლოგიური პრეპარატების შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის - პიტერ მარკსის განმარტებით: "გაუხსნელი ფლაკონების ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის ეს
ალტერნატიული ტემპერატურა არის სრულად საკმარისი, იძლევა როგორც პრეპარატის ტრანსპორტირების, ასევე შენახვის საშუალებას. დასახელებული ალტერნატიული ტემპერატურა ხელს შეუწყობს მძლავრი სამაცივრე მოწყობილობების შესყიდვის გადავადებას და ვაქცინის გაცილებით მეტ ადგილამდე მიწოდებას."

ამგვარად, Pfizer-ვაქცინის მიწოდება შესაძლებელი იქნება სპეციალურად შექმნილი თერმოკონტეინერებით 30 დღის განმავლობაში, ყოველ 5 დღეში მშრალი ყინულის დამატებით.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ აღმოჩენილი ფლაკონები კომპანია Pfizer–ს გადაუგზავნა შესამოწმებლად. კომპანიამ დაადასტურა, რომ ისინი ყალბი იყო.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად