სპირულინის ექსტრაქტი Covid-19-ის წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპირულინის ექსტრაქტი Covid-19-ის წინააღმდეგ

აადვილებს, ამსუბუქებს კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას.

ამ დასკვნამდე მივიდნენ ებრაელი და ისლანდიელი მეცნიერები ერთობლივი კვლევის საფუძველზე.

The Jerusalem Post ავრცელებს სინტერესო ინფორმაციას, რომ ფიტოსინთეტურად დამუშავებული სპირულინის ექსტრაქტი 70 %-ით ამცირებს (აქვეითებს) ციტოკინურ შტორმს, რომელიც მწვავე პნევმონიის მქონე Covid-პაციენტებთან ხშირად ლეტალურ გამოსავალს იწვევს.

კვლევა ჩატარდა ისრაელში, გამოიყენეს ისლანდიაში გაზრდილი წყალმცენარე. კვლევაში მონაწილეობდნენ ისლანდიის ინსტიტუტ - MATIS-ის მეცნიერები. აღნიშნული ინსტიტუტი ბიოტექნოლოგიებისა და სურსათის უსაფრთხოების განხრით სპეციალიზდება.

პაციენტთა მცირე ნაწილის ორგანიზში კორონავირუსი აიძულებდა იმუნურ სისტემას TNF-ა ციტოკინების ჭარბი რაოდენობით გამოყოფას, რაც ე.წ. ციტოკინურ შტორმს განაპირობებს. ეს უკანასკნელი იწვევს მწვავე რესპირატორულ დისტრეს-სინდრომს და სხვა ორგანოთა დაზიანებას, რაც არის სწორედ Covid-პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი.

კვლევის წამყვანი ავტორის - ასაფ ცახორის განმარტებით - "თუ ჩვენ გავაკონტროლებთ ან შევძლებთ TNF-ა გამოყოფის შემცირებას, საბოლოოდ შევძლებთ სიკვდილიანობის შემცირებას!"

მისივე განცხადებით - წყალმცენარეები სრულად ნატურალური ორგანიზმებია და არ უნდა იწვევდნენ გვერდით მოვლენებს.

სპირულინი მოწონებულ-აღიარებულია ამერიკის სურსათისა და წამლის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციის (FDA) მიერ დიეტურ საშუალებად. მას წვეთების სახით იღებენ.

მეცნიერთა გადაწყვეტილებით, თუ წყალმცენარეთა ეფექტურობა საბოლოოდ დადასტურდება, სპირულინი შესაძლოა, გრიპისა და Covid 19-ის წინააღმდეგ წარმატებით გამოვიყენოთ.