რატომ ვერ უწევს AstraZeneca კონკურენციას სხვა ვაქცინებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვერ უწევს AstraZeneca კონკურენციას სხვა ვაქცინებს

"რეზისტენტობას" განიცდის AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ, იმის გამო, რომ კლინიკის პერსონალს და რიგით თანამშრომლებს არასასურველი რეაქციები განუვითარდათ აცრის შემდეგ. მიუხედავად AstraZeneca-ს წარმომადგენლის განცხადებისა - გვერდითი მოვლენები მოსალოდნელიაო, საფრანგეთში, გერმანიასა და შვედეთში, უფრო მეტი გვერდითი (უარყოფითი) მოვლენა განიცადეს ამ ვაქცინისგან, ვიდრე Pfizer-BioNTech-პრეპარატისგან.

შვედეთის ორმა რეგიონმა ორი კვირის წინ დროებით შეყვიტა ვაქცინაცია. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც 400 ვაქცინირებულიდან 100-მა პირმა განიცადა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელთა გამოც მუშაობა ვეღარ შეძლო. შვედეთის ერთ-ერთ სხვა რეგიონში კი საყურადღებო უარყოფითი ეფექტები მიიღეს 500-მდე პირის აცრის შემდეგ.

"მგონია უფრო მეტი გვერდითი ეფექტი მივიღეთ, ვიდრე ველოდით!"- განაცხადა SVT News-თან ინტერვიუში ჩრდილოეთის რეგიონში AstraZeneca-ს სამედიცინო დირექტორმა - ანდრეას ჰედინიმ. ჩვენ დავინახეთ, რომ ვაქცინირებულთა 10 %-ს გვერდითი ეფექტები გამოუვლინდება."

2020 წელს, AstraZeneca-ს გამოცდა-გამოკვლევის პერიოდში, ბევრი გვერდითი მოვლენის შესახებ ცხადდებოდა, მათ შორის ზურგის ტვინის დაზიანებაზე, მიელიტზე, მწვავე ნეიროენცეფალოპათიაზე და ლეტალურ შემთხვევებზეც კი.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ცდები დროებით შეჩერდა, კვლევებმა ინდოეთში წინ წაიწია და ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა – რადჟეშ ბხუშანიმ პრეს-კონფერენციის დროს განმარტა, რომ "არასასურველი გამოვლინება ვერავითარ შემთხვევაში გავლენას ვერ იქონიებს ვადებზე".

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა განსხვავდება რნმ-ვაქცინების Pfizer-ისა და Moderna-გან. AstraZeneca-ს ვაქცინა ეფუძნება ვირუსის გენეტიკურ ინსტრუქციებს კორონავირუსის ე.წ. მიკროკაუჭების ცილათა შესაქმნელად. აღნიშნული ცილები SARS-CoV-2-ის მნიშვნელოვანი ცილებია, რადგან ვირუსი მათ ადამიანის უჯრედებში შეჭრისათვის იყენებს.

თუ ვაქცინებში Pfizer და Moderna გამოყენებულია ერთჯაჭვიანი რნმ-ი აღნიშნულ ინსტრუქციათა "შესანახად", AstraZeneca-ში ამისათვის მოწოდებულია ორჯაჭვიანი დნმ-ი. ამასთან მკვლევარებმა კორონავირუსის ე.წ. კაუჭის ცილის გენი დაამატეს შიმპანზეს ადენოვირუსის მოდიფიცირებულ (სახეშეცვლილ) ვერსიას, რომელსაც უჯრედებში შეღწევის უნარი აქვს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა წააგავს დიდი კამათის გამომწვევ ებოლას ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინას და ასევე დნმ-სა და რეკომბინანტულ გენებზე დაფუძნებულ ადენოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელმაც The Defende-ის მიერ დეკემბერში გაკეთებული განცხადებით, შესაძლოა ზოგიერთ ჯგუფთან შიდსის განვითარების მაღალი რისკი შექმნას.

მიუხედავად ამ ჩახლართული შედეგებისა და ჯერ კიდევ გაურკვეველი ეფექტურობისა, AstraZeneca-ს ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 63,09 %-ით ფასდება, ეფექტურობის 95 %-იანი მაჩვენებლის მქონე Pfizer და Moderna - ვაქცინებთან შედარებით მაინც მოწონებულთა რიგებშია, რადგან მისი წარმოება ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ჯანმოს მიერ მოწონებულ სხვა კონკურენტებთან შედარებით. წყარო