ინდოეთს AstraZeneca-ვაქცინის 1 მილიონ დოზას დაუბრუნებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინდოეთს AstraZeneca-ვაქცინის 1 მილიონ დოზას დაუბრუნებენ

უკან წაიღოს თებერვლის დასაწყისში მიწოდებული ვაქცინის 1 მილიონი დოზა.

ამის თაობაზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა გაზეთში The Economic Times.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტოს ეს თხოვნა ეფუძნება სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ ვაქცინის გამოცდის შედეგებს. ვაქცინა უეფექტოა კორონავირუსის ადგილობრივი მუტაციური ვარიანტის წინააღმდეგ, კერძოდ (B.1.351) შტამის მიმართ. კვლევა ჩაატარა ვიტვატერსრანდის უნივერისტეტმა.

ამ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (ქვეყანა 55 მილიონი მაცხოვრებლით) თავისი მოსახლეობის რისკჯგუფების (ძირითადად მედიკოსების) ვაქცინაციისთვის განიხილავს Johnson & Johnson ვაქცინას.

შეგახსენებთ, რომ ჯანმომ, 15 თებერვალს, Oxford/AstraZeneca ვაქცინის გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო, ოღონდ ექსტრემალურ ვითარებაში. ის მოუწოდებს ქვეყნებს, აცრებისთვის ეს პრეპარატიც გამოიყენონ, დამოუკიდებლად იმისა, რა შტამია მათ რეგიონში უფრო მეტად გავრცელებული, რადგან ვაქცინა თუ ვერ დაიცავს დაავადებისაგან აცრილებს, მძიმე გართულებებსა და სიკვდილს მაინც აარიდებს.

Oxford/AstraZeneca პრეპარატი ადენოვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინაა, განსხვავებით Moderna და Pfizer-BNT რნმ-ვაქცინებისგან, ამასთან ბევრად იაფი.

მიუხედავად ამისა, კორონავირუსის S-ცილაში გაჩენილმა მუტაციებმა, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და ბევრ ქვეყანაში გავრცელებულმა ახალმა შტამებმა ეჭვქვეშ დააყენეს ამ ვაქცინის ეფექტურობა.

ცნობისათვის, ინდოეთის შრატის ინსტიტუტი Oxford/AstraZeneca ვაქცინის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია. ის, საზოგადოდ, მსოფლიოში ვაქცინების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.