როცა გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო მაქვს, ყუ­რა­დღე­ბის მოკ­რე­ბა მი­ჭირს, კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ - რას ჰყვებიან ადამიანები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

როცა გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო მაქვს, ყუ­რა­დღე­ბის მოკ­რე­ბა მი­ჭირს, კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ - რას ჰყვებიან ადამიანები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს

 როცა გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო მაქვს, ყუ­რა­დღე­ბის მოკ­რე­ბა მი­ჭირს, კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ - რას ჰყვებიან ადამიანები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს
წე­ლი­წად­ზე მე­ტია, მსოფ­ლი­ოს წეს­რი­გი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ შეც­ვა­ლა და მის ირ­გვლივ დღემ­დე რჩე­ბა უამ­რა­ვი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა. მათ შო­რის მთა­ვა­რია - ტო­ვებს თუ არა ვირუ­სი კვალს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ თუ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე? რა შემ­თხვე­ვა­ში და რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი რჩე­ბა მის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ადა­მი­ანს? რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა ამ შე­დე­გე­ბის და­მარ­ცხე­ბა?


სა­ინ­ტე­რე­სოა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს, გრძნო­ბენ თუ არა ცვლი­ლე­ბას სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზმსა თუ ქცე­ვებ­ში? AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კოვიდ-19-ის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე ხში­რად თა­ვის ტკი­ვი­ლი აღე­ნიშ­ნე­ბათ; რაც შე­ე­ხე­ბა მენ­ტა­ლურს, აქ სა­ერ­თო პრობ­ლე­მას მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი
დონე წარ­მო­ად­გენს.

45 წლის ლინა ქურ­თიშ­ვილ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი 2 თვის წინ გა­და­ი­ტა­ნა. ის სა­გა­რე­ჯოს "ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის" ექი­მია, სა­დაც დღე­საც კო­ვი­დცენ­ტრია. ლინა AMBEBI.GE-ს თა­ვის კო­ვიდ-ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა:

mkurnali.ge

"სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­სა­ხურ­ში და­ვინ­ფი­ცირ­დი. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი Pჩღ ტეს­ტი­რე­ბას კვი­რა­ში ერთხელ ვი­ტა­რებ­დით. 27 დე­კემ­ბრის ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო, 30-ში მო­რი­გე­ო­ბი­სას კი და­მე­წყო ძლი­ე­რი,
აუ­ტა­ნე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი და ისე­თი სი­სუს­ტე, რომ ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბო­დი. 31 დე­კემ­ბერს, მო­რი­გე­ო­ბი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი. 4 იან­ვარს გეგ­მი­ურ ტეს­ტი­რე­ბა­ზე მი­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სრუ­ლად დავ­კარ­გე სუნი და გემო, უკვე მივ­ხვდი, რომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პო­ზი­ტი­ურ­მა პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა...

მე-8 დღეს ჩა­ვი­ტა­რე სრუ­ლი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა. პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა არ­სად არ იყო, თუმ­ცა ძა­ლი­ან და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სახ­სრე­ბის და თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით, უძი­ლო­ბით, ადი­ნა­მი­ით, აპა­თი­ით, სრუ­ლი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბით სამ­ყა­როს მი­მართ. ამ სიმპტო­მებს დღემ­დე ვებ­რძვი, თუმ­ცა - უშე­დე­გოდ

ცხოვ­რე­ბას ორ ნა­წი­ლად დავ­ყოფ­დი - კო­ვი­დამ­დე და კო­ვი­დის შემ­დეგ

მო­რა­ლუ­რად, და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე მედგრად და უშიშ­რად ვი­ყა­ვი. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ შიში არ მქო­ნია, თუმ­ცა მედგრად ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ყა­ვი და დღემ­დე ვე­ღარ ვარ. სამ­სა­ხურს და­ვუბ­რუნ­დი, მაგ­რამ ყვე­ლა ას­პექ­ტში შეც­ვლი­ლი ვარ, შეგ­რძნე­ბე­ბის და ემო­ცი­ე­ბის დო­ნე­ზეც დათ­რგუ­ნუ­ლი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი, როცა ვე­რა­ნა­ირ სურ­ნელს და გე­მოს ვერ აღიქ­ვამს, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნად ვე­ღარ გრძნობს თავს..." - გვიყ­ვე­ბა ლინა ქურ­თიშ­ვი­ლი.

47 წლის ნინა ილუ­რი­ძემ და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი დე­კემ­ბრის პირ­ველ რი­ცხვებ­ში შე­ნიშ­ნა. არ ელო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ინ­ფექ­ცია ასე რთუ­ლად გა­და­ე­ტა­ნა, რად­გან წლე­ბია, ჯან­სა­ღი წე­სით ცხოვ­რობს - ვარ­ჯი­შობს და სწო­რად იკ­ვე­ბე­ბა:

mkurnali.ge

"პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი ყე­ლის მსუ­ბუ­ქი ტკი­ვი­ლი და ამის ფონ­ზე წა­მოხ­ვე­ლე­ბა იყო. ვი­ფიქ­რე, რომ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რად­გან კო­ვი­დის შე­სა­ხებ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ­დით... მე­ო­რე დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, მთე­ლი სხე­უ­ლი მტკი­ო­და, ძლივს ავ­დე­ქი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­წო­ლი­დან გად­მოვ­ფო­ფხდი. ეს მა­ინც წინა დღე­ე­ბის ზედ­მეტ ვარ­ჯიშს და­ვაბ­რა­ლე. იმ დღეს თოვლში მხო­ლოდ 10 წუ­თით მო­მი­წია გას­ვლა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს იმ­დე­ნად შეგ­ცივ­დეს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, კან­კა­ლებ­დე, მთელ ტან­ში გტე­ხავ­დეს და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვე­ღარ გა­მო­დი­ო­დე? სი­ცხე­მაც მა­ლე­ვე ამი­წია.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ხუ­თე დღე კრი­ტი­კუ­ლია - მახ­სოვს, ვი­წე­ქი და უეც­რად, გუ­ლის­ცე­მა ძა­ლი­ან საგ­რძნობ­ლად მო­მე­მა­ტა. ამის შემ­დე­გი დღეც ჯო­ჯო­ხე­თი­ვით მახ­სოვს: აღუ­წე­რელ სი­სუს­ტეს და სი­ცხეს წნე­ვაც და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მქო­ნია

ასე­ვე, დი­ა­რეა მქონ­და; სუნ­თქვა არ მყოფ­ნი­და; მკერ­დის, ზურ­გის და წე­ლის არე­ში ტკი­ვი­ლი მა­წუ­ხებ­და. თა­ვის ტკი­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ვე­ლი დღი­დან შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ჩე­რე­ბია, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი იყო, წა­მა­ლიც არ მშვე­ლო­და, მე­გო­ნა, ეს ტკი­ვი­ლი არას­დროს დამ­თავ­რდე­ბო­და... 8-9 დღის მერე ოდ­ნავ შე­მიმ­სუ­ბუქ­და. იმის გამო, რომ სი­ცხეც და უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბაც იშ­ვი­ა­თად მე­მარ­თე­ბა, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ჩემ­თვის სრუ­ლი შოკი იყო, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე. მე-15 დღეს უკვე აღა­რა­ფე­რი მჭირ­და...


კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი ცვლი­ლე­ბა, რაც სა­კუ­თარ თავს შე­ვამ­ჩნიე, ისაა, რომ როცა გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო მაქვს, ყუ­რა­დღე­ბის მოკ­რე­ბა მი­ჭირს, კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ და და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლე­მაც მაქვს. ანუ, გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბია და ვფიქ­რობ, იქ­ნებ, რამ­დე­ნი­მე დღე გა­დაბ­მულ­მა, უსაშ­ვე­ლო თა­ვის ტკი­ვილ­მა პა­ტა­რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვია თა­ვის არე­ში - ეს მხო­ლოდ ჩემი ვა­რა­უ­დია. მაგ­რამ არა მგო­ნია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი იყოს და მეჩ­ვე­ნე­ბო­დეს...

სა­კუ­თარ თავ­ზე უკვე ვი­მუ­შა­ვე, მქონ­და ში­შის მო­მენ­ტე­ბი, რომ ისევ დაბ­რუნ­დე­ბა ეს ჯო­ჯო­ხე­თუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი და ტკი­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად სა­კუ­თა­რი თავი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნე - ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ახ­ლე. ამი­ტომ არა მგო­ნია, რომ ეს მო­მენ­ტი ჩემს ფსი­ქი­კა­ში ცალ­კე იყოს დარ­ჩე­ნი­ლი და უბ­რა­ლოდ მე­გო­ნოს, რომ კო­ვიდ­მა გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი და­მი­ტო­ვა. რაც გო­ნე­ბას ეხე­ბა, იმ ნა­წილ­ში წყვე­ტაა აშ­კა­რად... არ ვფიქ­რობ, რომ ეს "სა­მუ­და­მო გა­ნა­ჩე­ნი" იქ­ნე­ბა - ალ­ბათ, და­ა­ვა­დე­ბის რა­ღაც ეფექ­ტია დარ­ჩე­ნი­ლი და ნელ-ნელა ესეც გა­მოს­წორ­დე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ნინა ილუ­რი­ძე.

39 წლის გი­ორ­გი მან­ჯა­ვი­ძემ დე­კემ­ბერ­ში გა­და­ი­ტა­ნა COVID-19. მის­თვის კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ას ბევ­რი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა: სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "თა­მა­შო­ბენ", ძი­ლის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რი­ქით, მე­ტის­მეტ ენერ­გი­უ­ლო­ბა­ში გა­და­დის და ა.შ.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ერთ მილიონ მოსახლეზე ჩატარებული კოვიდ-სადიაგნოსტიკო ტესტების რაოდენობის მიხედვით,
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი - მარსელო ებრარდი სოციალურ ქსელში ავრცელებს
News24 -ის ცნობით, პრაღის ზოოპარკში კორონავირუსით ორი ლომი და გორილა დაავადდნენ.
მოგეხსენებათ, კომპანიების Pfizer და BioNTech მიერ შემუშავებული ვაქცინის შენახვისთვის განსაზღვრული
ლურჯი-მწვანე წყალმცენარის სპირულინის (ე.წ. სპირულინას) ექსტრაქტი, იგივე გამონაწვლილი,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად