Covid-დაავადების შემდგომი, ე.წ. პოსტკოვიდური ასთენია და ნოოფენის როლი მის მკურნალობაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

Covid-დაავადების შემდგომი, ე.წ. პოსტკოვიდური ასთენია და ნოოფენის როლი მის მკურნალობაში

Covid-დაავადების შემდგომი, ე.წ. პოსტკოვიდური ასთენია და ნოოფენის როლი მის მკურნალობაში
სადღეისოდ Covid-გადატანილებთან ბევრ გართულებასა თუ ნარჩენ მოვლენაზე ამახვილებენ ყურადღებას.

პაციენტთა დიდი ნაწილი დაავადების მიმდინარეობისა და მისი გადატანის შემდეგაც სასიცოცხლო ძალთა (უპირველესად, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებულობას უჩივის. ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს ხშირი თავის ტკივილი, დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევა, ყურადღებისა და მეხსიერების გაუარესება, მომატებული გაღიზიანება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, მომატებული მგრძნობელობა ხმაურისა და კაშკაშა სინათლისადმი. ყოველივე ეს ასთენიური სინდრომის გამოვლინებებია.

 

სწორედ ამ სინდრომის თავისებურებებსა და Covid-გადატანილ პაციენტებთან გამოხატულ სიმპტომებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ია რუხაძე:

-

ქალბატონო ია, რას გვეტყვით ე.წ. პოსტკოვიდურ ასთენიაზე, რა სინდრომია ეს, როგორ გამოიხატება?

- ახალი კორონავირუსის მოქმედების დიაპაზონი ჯერ კიდევ ამოუცნობია. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით პანდემიის შუაგულში. ჩატარებული და მიმდინარე კვლევები, ასევე გამოქვეყნებული კლინიკური შემთხვევების ანალიზი ცხადყოფს, რომ ვირუსი იწვევს მულტისისტემურ დაზიანებას. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გამოვლენილ ნევროლოგიურ სინდრომებს, როგორც ინფექციის მწვავე ფაზაში, ასევე ე.წ. პოსტკოვიდურ პერიოდში. პოსტკოვიდური დაზიანებები იმდენად ხშირია, რომ რიგ ქვეყნებში უკვე შექმნილია და იქმნება ამ სინდრომების მართვის კლინიკები. დადებულია კვლევების და მართვის პროტოკოლები გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად.

 

რაც შეეხება ასთენიურ სინდრომს, Aსტჰენია – ბერძნული სიტყვაა და სისუსტეს, უძლურებას ნიშნავს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინდრომია როგორც ვირუსის მწვავე მიმდინარეობის დროს, ასევე პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს სინდრომი, ზოგადად, ბევრ ვირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში განსაკუთრებულ სიმძაფრეს და აქტუალობას იძენს. ის შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ვირუსის ტოქსიკური ეფექტის გამოვლენა და ხასიათდება ზოგადი საერთო სისუსტით, გუნება-განწყობის დაქვეითებით, დაღლილობით, გამოფიტვით, მომატებული გაღიზიანებადობით. ამ დროს გამოფიტვის ან ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობის დაქვეითების შეგრძნება პრაქტიკულად პერმანენტულია.

- როგორ შეაფასებდით, გართულებაა ეს უფრო თუ ნარჩენი მოვლენა?


- ასეთენური სინდრომი შეიძლება განვითარდეს კორონავირუსული ინფექციის როგორც მწვავე ფაზაში, ასევე გაგრძელდეს ან ჩამოყალიბდებს მწვავე პერიოდის დასრულების შემდეგაც. ამიტომ შესაძლოა განვიხილოთ როგორც ნარჩენ მოვლენად, ასევე -გართულებად.

- Covid 19-ით დაავადებულ ყველა პაციენტთან ვლინდება ასთენია?

- ასთენიური სინდრომის გამოვლენის სიხშირე ძალიან მაღალია, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა პაციენტთან გვხვდება, განსაკუთრებით მაღალია მისი სიხშირე საშუალო და მძიმე ფორმების დროს, თუმცა, არც თუ იშვიათად მსუბუქად მიმდინარე კოვიდინფექციის დროს შესაძლოა ერთადერთ გამოვლენილ სინდრომსაც წარმოადგენდეს.

- რა განასხვავებს პოსტკოვიდურ ასთენიას, საზოგადოდ, ასთენიისგან, არის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნები?

- ზოგადად ასთენია შეიძლება იყოს ფუნქციური (მწვავე ინფექციური დაავადების, სტრესის, ტრავმის შემდგომ) შემთხვევათა 55 %-ში, დანარჩენ შემთხვევაში ის ორგანულია და უკავშირდება რომელიმე ქრონიკულ დაავადებას. კოვიდინფექციის დროს განვითარებული ასთენიური სინდრომი ძირითადად არ განსხვავდება სხვა ვირუსული ინფექციების დროს განვითარებული ასთენიური სინდრომებისგან. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზოგადად დღევანდელ რეალობაში არსებული სტრესული გარემო კიდევ უფრო ამძაფრებს და ახანგრძლივებს კოვიდინფექციასთან ასოცირებულ ასთენიურ სინდრომს. ახალი ვირუსი გამოირჩევა არაპროგნოზირებადი კლინიკური ეფექტებით და მისი დღევანდელი შეფასება მხოლოდ უკვე არსებული კვლევის შედეგებს ან ცალკეული კლინიკური შემთხვევების ანალიზს ეყრდნობა.

- რას ურჩევთ მოსახლეობას მკურნალობისა და პრევენციის კუთხით?

- ცნობილია რომ, როგორც დაავადება, ასთენია არ წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას. ასთენიის მართვა მოიცავს რამდენიმე აუცილებელ რგოლს. ესენია:

• ძირითადი დაავადების მკურნალობა;
• ძილ-ღვიძილის რეჟიმის რეგულაცია;
• ზომიერი ფიზიკური აქტივობა (რაც განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით);
• კვების რაციონის შერჩევა;
• მედიკამენტური მკურნალობა (ადაპტოგენები, ნოოტროპები, სედაციური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, B ჯგუფის ვიტამინები, ამინმჟავები და მიკროელემენტები).

ნოოტროპების ჯგუფიდან სწორედ ასეთ პრეპარატს წარმოადგენს ნოოფენი.

mkurnali.ge

ნოოფენი მონაწილეობს მოტორული აქტივობის რეგულაციაში, ემოციური ქცევის ფორმირებაში, თავის ტვინის უმაღლესი ინტეგრაციული ფუნქციების განხორციელებაში, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა მედიატორებთან ურთიერთქმედებაში. როგორც თავის ტვინის ქსოვილის პროდუქტი, გამა–ამინოერბოს მჟავა, ზეგავლენას ახდენს გლუკოზის ტრანსპორტირებაზე და უტილიზაციაზე, სუნთქვაზე და ჟანგვით ფოსფორილირებაზე, ენერგიის მთავარი წყაროების მეტაბოლიზმზე, მონაწილეობს ოსმოსური პროცესების რეგულაციაში.

 

ამდენად ნოოფენს აქვს შემდეგი თერაპიული ეფექტები: ანტიასთენიური, ვეგეტომასტიმულირებელი, ნოოტროპული, ანქსიოლიტური და რაც მნიშვნელოვანია, ასთენიურ და ემოციურად ლაბილურ პაციენტებთან, თერაპიის პირველივე დღეებიდანვე აუმჯობესებს სუბიექტურ თვითშეგრძნებას, ინტერესების გამოხატვას და ინიციატივას, ზრდის ფიზიკურ აქტივობას სედაციის ან აგზნების გარეშე.

 

ინიშნება 250-500 მგ/დღე-ღამეში 2-3 კვირიდან 4-6 კვირამდე.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე,
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის ორგანო
კარდიფის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, პირის ღრუს სავლებ სითხეს COVID-19-ის ინფექციისაგან დაცვა შეუძლია,
CBS News ინფორმაციით, Pfizer და BioNTech კომპანიებმა მიიწვიეს ორსული ქალები კორონავირუსის
აშშ-სა და ჩინეთის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მაღალმგრძნობიარე ტესტი ანტისხეულებზე კორონავირუსის
მოგეხსენებათ, ჯანმომ გზა გაუხსნა AstraZeneca-ს ვაქცინას ექსტრემალური გამოყენებისათვის,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად