ვინ შედიან კოვიდპაციენტების ახალ ქვეჯგუფში? - ცილა TPA-სა და ინჰიბიტორი-1-ის შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ვინ შედიან კოვიდპაციენტების ახალ ქვეჯგუფში? - ცილა TPA-სა და ინჰიბიტორი-1-ის შესახებ

ვინ შედიან კოვიდპაციენტების ახალ ქვეჯგუფში? - ცილა TPA-სა და ინჰიბიტორი-1-ის შესახებ
ყველასათვის ნაცნობი თემაა, რომ კოვიდ-19 განსაკუთრებულ ზიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ვირუსისთვის დამახასიათებელია ჭარბი სისხლის კოლტების წარმოქმნა.
თრომბები ბლოკავენ სისხლძარღვებს, რაც იწვევს სიკვდილს.

პანდემიის დასაწყისში, კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდით მძიმედ დაავადებული პაციენტების სისხლი უჩვეულოდ წებოვანი, ბლანტია და მიდრეკილია შედედებისკენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, მათ შორის: ღრმა ვენების თრომბოზი, ინსულტი და გულის შეტევა. ამის თავიდან ასაცილებლად, პაციენტებს აძლევდნენ ანტიკოაგულანტული მედიკამენტების მაღალ დოზას, რაც სხვადასხვა გზით აფერხებს თრომბის წარმოქმნას.

ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ეს არ არის იდეალური მიდგომა ყველა პაციენტთან, მეცნიერებმა გამოიკვლიეს
118 პაციენტი და აღმოაჩინეს კოვიდპაციენტების ახალი ქვეჯგუფი.

ჩვეულებრივ, ორგანიზმში ბალანსირებულად წარმოიქმნება და იშლება თრომბები. ეს პროცესი კი კონტროლდება პლაზმინოგენით, ანუ სისხლში ცილის აქტივობის კორექტირებით.

სწორედ ეს უწყობს ხელს თრომბების დაშლას, ანუ „თრომბოლიზს“. ეს პროცესი მიმდინარეობს ორი ცილის დახმარებით TPA , რომელიც პლაზმინოგენის აქტივატორია და ააქტიურებს
მას, ხელს უწყობს თრომბოლიზს და მეორე - ინჰიბიტორი -1, რომელიც საპირისპიროდ მოქმედებს.

პაციენტებს, რომლებიც გამოიკვლიეს, მომატებული ჰქონდათ ორივე ცილის შემცველობა, რაც იწვევს სუნთქვით გართულებებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, TPA სიკვდილიანობასთან ძლიერი კორელაციით გამოირჩეოდა.
ლაბორატორიაში შეამოწმეს სისხლის შედედების ტენდენცია, დაამატეს ფერმენტი თრომბინი, რომელიც ხელს უწყობს შედედებას. შედეგებმა ცხადჰყო, რომ პლაზმინოგენის აქტივატორის ძალიან მაღალმა დონემ მნიშვნელოვნად გაზარდა თრომბების დაშლის ტენდენცია.

როგორც მიჩიგანის მედიცინის ცენტრის სპეციალისტები ამბობენ, ცალკე კატეგორიაა კოვიდ პაციენტები, რომლებსაც მაღალი TPA აქთ (შედეგად მათთან თრომბების დაშლა დომინირებს), რაც სისხლდენის რისკს ზრდის. შესაბამისად, ანტიკოაგულანტული მკურნალობა შერჩევითი ხასიათის უნდა იყოს. ბიომარკერით უნდა გაესინჯოთ პაციენტებს ორივე ცილის შემცველობა სისხლში.

ახლა კი, კვლევები მიმდინარეობს ცილა უროკინაზაზე, რომელიც ასევე ააქტიურებს პლაზმინოგენს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის შედედებაში.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერის სიდართა დატას შეფასებით,
24-05-2021
სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით, "სი­ნო­ვა­კით“ აცრა დღე­ი­დან იწყე­ბა.
24-05-2021
ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ABO გენის ზოგიერთი ვარიაცია ზრდის COVID-19-ის სრულფასოვნად განვითარების
24-05-2021
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
- როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება?
ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნაღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის მე­სა­მე დო­ზის და­მა­ტე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სოც­ლა­ურ ქსელ­ში გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს,
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტში მითითებული იქნება თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად