ანტიკოაგულანტი ჰეპარინი ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული საშუალება თრგუნავს შAღშ-ჩოვ2-ვირუსის ცილას, ამცირებს ვირუსის უჯრედებთან მიმაგრებისა და მათი ინფიცირების უნარს.
ჰეპარინი ახდენს კორონავირუსის ზედაპირზე ცილის სტრუქტურის დესტაბილიზაციას და ხელს უშლის მის შეერთებას ადამიანის უჯრედების ACE2 რეპცეპტიორებთან.
კვინსლენდის უნივერსიტეტის თანამშრომელბის მიერ ჩატარებულმა მოლეკულურმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ჰეპარინი ეკვრის ცილის ზედაპირს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ცოცხალ ვირუსზე ჩატარებული ექსპერიმენტებიც.
დასკვნა ცალსახაა: არაფრაქციული ჰეპარინი (მაგრამ არა დაბალმოლეკულური ჰეპარინი) იმ დოზებით, რაც გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში სისხლის გამათხელებლად, თრგუნავს ინფიცირებას. ასევე არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ არაფრაქციული ჰეპარინის შესუნთქვამაც შეიძლება მოახდინს ძალიან ძლიერი ანივირუსული ეფექტი.
რედაქციისგან: ჩვენ ვცდილობთ ოპერატიულად გაგაცნოთ ყველა სიახლე, რაც კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ხდება ცნობილი, გაცნობთ უახლეს სამედიცინო კვლევების შედეგებს, ხშირად გვიწევს იმ პრეპარატების დასახელება, რომლებმაც ამა თუ იმ კვლევაში დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკითხველმა ამ ინფორმაციის საფუძველზე თვითნებურად სცადოს მათი გამოყენება - ეს ყოვლად დაუშვებელია! მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ ექსპერიმენტებზეა და არა ოფიციალურ რეკომენდაციებზე.