კოლხიცინი - პირველი პერორალური პრეპარატი Covid-თან საბრძოლველად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლხიცინი - პირველი პერორალური პრეპარატი Covid-თან საბრძოლველად?

თამამად შეიძლება Covid-თან ბრძოლაში.

ამის თაობაზე განცხადება გააკეთა გულის მონრეალის ინსტიტუტის პრესსამსახურმა.

როგორც ირკვევა, მეცნიერთა ჯგუფმა კვებეკადან აღმოაჩინა ეფექტური საშუალება, რომელიც მილიონობით ამბულატორიულ პაციენტს უშველის და დაეხმარება. საუბარია კოლხიცინზე!

მკვლევართა განმარტებით - კლინიკურმა გამოცდამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. კოლხიცინი პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკს.

უფრო კონკრეტულად, კოლხიცინმა დაინფიცირებულთა რიცხვი - 25 %-ით, ლეტალობა - 44 %-ით, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთების საჭიროება 50 %-ით შეამცირა.

კვლევის ავტორი, პროფესორი ჟან-კლოდ ტარდიფი აღნიშნავს: "კოლხიცინით მკურნალობამ მნიშვნელოვანი ეფექტები აჩვენა, ის ამცირებს კორონავირუსით გამოწვეულ ანთებას და გართულებებს. ჩვენ გვჯერა, ის მილიონობით პაციენტს დაეხმარება!"

შენიშვნა რედაქციისგან: "მკურნალი" რეგულარულად გაწვდით ყველა საიმედო ინფორმაციას, რასაც ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყნების მედიკოსები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკითხველმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ პრეპარატის თვითნებურად გამოყენების შესახებ. კოლხიცინსაც, ისევე, როგორც სხვა პრეპარატებს, აქვს საკმაოდ სერიოზული გვერდითი ეფექტები და მისი თვითნებურად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგები განვითარდეს.