პანდემიასთან ბრძოლა მსოფლიოს გრიპისგანაც იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანდემიასთან ბრძოლა მსოფლიოს გრიპისგანაც იცავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დეკემბრის ბოლოსთვის გრიპის და სხვა რესპირატორული ვირუსების გავრცელების დონე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ისეთივე დაბალია, როგორც ეს შუა ზაფხულშია.

მაგალითად, ა.შ.შ-ში 2020 წლის სექტემბრიდან დაფიქსირებულია გრიპის მხოლოდ 925 შემთხვევა, მაშინ როდესაც, იგივე პერიოდში, გასულ წელს, ეს მონაცემი შეადგენდა თითქმის 64 ათასს.

სპეციალისტები ამ ეფექტს პირველ რიგში ხსნიან მთელ მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული პროფილაქტიკის საშუალებებით.

გრიპი, ისევე როგორც კორონავირუსული ინფექცია, ასევე წარმოადგენს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდებ რესპირატორულ ინფექციას.

ამიტომ ის რაც კეთდება კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად- ნიღბების ტარება, ხელების ხშირად დაბანა, ადამიანებს შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა, მოგზაურობის შეზღუდვა, დისტანციური მუშაობა და სწავლება - ამცირებს გრიპის ვირუსის გავრცელებას.

ამას გარდა, 2020-ის შემოდგომაზე აშშ-სა და ევროპაში ბევრმა ადამიანმა გაიკეთა გრიპის აცრა, რამაც ასევე იმოქმედა სიტუაციაზე.