გერმანია დაიწყებს იმ პრეპარატის გამოყენებას, რომლითაც დონალდ ტრამპი COVID-19-ისგან განიკურნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გერმანია დაიწყებს იმ პრეპარატის გამოყენებას, რომლითაც დონალდ ტრამპი COVID-19-ისგან განიკურნა

გერმანიამ ყურადღება მიაქცია კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდს, რომელიც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან - დონალდ ტრამპთან გამოიყენეს და ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველმა შეისყიდა ეს პრეპარატი. ამის თაობაზე გაზეთ Bild am Sonntag–თან ინტერვიუში განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა - იენს შპანმა.

უწყების პირველი პირი განმარტავს, რომ ბერლინმა შეიძინა 200 ათასი დოზა პრეპარატისა, რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებს ეფუძნება. მისი შეძენა ქვეყანას 400 მილიონი ევრო დაუჯდა.

შპანმა ისიც დაამატა, რომ პრეპარატს უპირველესად საუნივერსიტეტო კლინიკები მიიღებენ და რომ ამ ანტისხეულების შეყვანა რისკის ჯგუფის პაციენტებთან ადრეულ სტადიაზევე გამორიცხავს დაავადების რთულად მიმდინარეობას.

მინისტრმა არ დაასახელა პრეპარატის მწარმოებელი, თუმცა Bild am Sonntag–ის ჟურნალისტები მიხვდნენ, რომ საუბარი იყო ტრამპის განმკურნებელ საშუალებაზე.

ისიც ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმები იყენებდნენ კომპანია Regeneron-ის მიერ შექმნილ მედიკამენტს, რომელიც თავისი არსით მონოკლონური ანტისხეულების "კოქტეილია".

2020 წლის ნოემბერში აშშ-ში დაუშვეს ზოგიერთი პაციენტის მკურნალობა ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Regeneron Pharmaceuticals-ის მიერ შექმნილი REGN-COV2 ანტისხეულების შემცველი "კოქტეილით". სწორედ ამ პრეპარატით იმკურნალა დონალდ ტრამპმა.

ეს საშუალება გამოიყენება ექსტრემალურ შემთხვევებში ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დავადებისას.

პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ჟანგბადოვანი თერაპია ან კიდევ ჰოსპიტალიზებულნი არიან, აღნიშნულ "კოქტეილს" არ მიიღებენ.

mkurnali.ge