რუსეთი ევროკავშირს "სპუტნიკ-V" ვაქცინის დარეგისტრირებისთვის განცხადებით მიმართავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

რუსეთი ევროკავშირს "სპუტნიკ-V" ვაქცინის დარეგისტრირებისთვის განცხადებით მიმართავს

რუსეთი ევროკავშირს "სპუტნიკ-V" ვაქცინის დარეგისტრირებისთვის განცხადებით მიმართავს
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა განცხადება გაუგზავნა ევროკავშირის წამლის სააგენტოს კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინის - "სპუტნიკ-V " რეგისტრაციისთვის.

ამის შესახებ 20 იანვარს განცხადებას ავრცელებს ТАСС.

რეგისტრაციის წინამორბედი ექსპერტიზის პროცესი თებერვალში დაიწყება. გადაწყვეტილებას მიიღებენ შემოწმების სერიათა შედეგებზე დაყრდნობით.

ორკომპონენტიანი ვაქცინა "სპუტნიკ-V " შექმნეს გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. შემქმნელებმა მისი ეფექტურობა 91,4 %-ით შეაფასეს, ამასთან მათი განცხადებით - მძიმე შემთხვევებში ეს ვაქცინა 100 %-ით იცავს.

აღსანიშნავია, რომ "სპუტნიკ-V " უკვე დარეგისტრირებულია ბელარუსში, სერბეთში, არგენტინაში, ალჟირში, პალესტინაში, პარაგვაიში, ვენესუელასა და თურქმენეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 22 იანვარს
დაიწყებს რუსეთის განცხადების განხილვის პროცედურას, "სპუტნიკ-V " ვაქცინის აღიარებული პრეპარატების ნუსხაში ჩასართველად, რაც საგრნობლად გაამარტივებს ამ ვაქცინის სხვა ქვეყნებში რეგისტრაციასა და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მიწოდებას.

ევროკავშირმა, სადაც ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო, უკვე დაარეგისტრირა ამერიკული ფირმის პრეპარატები Pfizer და Moderna.

იანვრის შუა პერიოდში Pfizer-მა ევროპისათვის ვაქცინის
მიწოდების დროებით შეჩერებაზე გააკეთა განცხადება, წარმოების მოდერნიზაციის მიზეზით.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა მოსთხოვა კომპანიას სრული მასშტაბით მიაწოდოს ვაქცინის შეკვეთილი დოზები პირველ კვარტალში შესაბამის ქვეყნებს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.45 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად