თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას

რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას. გაბუნიას თქმით, აღნიშნული მთავრობას ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს და ამასთანავე, შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.

"დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე. გეგმის ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე მოცული იყოს მოსახლეობის 60%. ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ვაქცინაციის მოცვით, მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული იმუნური პასუხით და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ და ქვეყანაში აღარ იყოს ვირუსის გავრცელების რისკები. ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ რეალისტური და შესაძლებელია. ძირითადი დაშვებები, რომელსაც გეგმა ემაყრება არის ის, რომ სიტუაცია ვაქცინებთან მიმართებით მუმდივად განახლებადია. თუ დღეს ჩვენ ავტორიზებულ ვაქცინებზე ვსაბრობთ Pფიზერ-ის, "მოდერნას" და "ასტრაზენეკასთან" მიმართებაში, შემუშავების პროცესში არის კიდევ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია და კარგი შანსი აქვს იმისი, რომ უახლოეს თვეებში მიიღებენ ისინიც ავტორიზაციას, რაც მეტად მრავალფეროვანს გახდის ბაზარს ვაქცინებთან მიმართებით და ჩვენც ბუნებრივია, ამ ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომელიც იქნება ეფექტური და ხარისიხანი", - განაცხადა გაბუნიამ.