პირველი წესი - დამცავი საშუალება უნდა შევცვალოთ ყოველ ორ საათში. დასველებული პირბადე მაშინვე უნდა მოვიხსნათ. ის არ უნდა მოვათავსოთ ჯიბეში, რადგანაც ვირუსის ნაწილაკების მოხვედრის რისკი ჯიბეში არსებულ საგნებზე მაღალია. პირბადე უნდა მოვათავსოთ ჩამკეტ ცელოფანის პაკეტში.
სახლში მოსვლისას, პირბადე ჩავალბოთ და გავრეცხოთ ბამბის რეცხვის რეჟიმზე. რაც უფრო მაღალია რეცხვის ტემპერატურა, მით უკეთესია. ცივ წყალში პირბადეს გავლება და შემდეგ გასაშრობად გაფენა არასაკმარისია.