რამდენი დღე რჩება COVID-19 გადატანილი გადამდებად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენი დღე რჩება COVID-19 გადატანილი გადამდებად

პაციენტების უმრავლესობა გადამდებია მხოლოდ 8-9 დღის განმავლობაში სიმპტომების გამოვლენიდან, თუმცა ეს ინფექციური პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი ჰქონდეთ მძიმედ დაავადებულებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია 14-დღიანი კარანტინის შესახებ ემყარება ინკუბაციურ პერიოდზე არსებულ ინფორმაციას. ამჟამად არსებული მონაცემების თანახმად, საშუალოდ ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5-6 დღეს, 14 დღე კი ზედა ზღვარია. სწორედ ესაა კარანტინის ხანგრძლივობის რეკომენდაციის საფუძველი.

თუმცა გადამწყვეტი როლი ენიჭება ადამიანზე ინფექციის გადაცემის შემდგომი შემთხვევების აღმოფხვრას.

2019 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ატიპური პნევმონიის პირველ შემთხვევები დაფიქსირდა, მიმდინარეობს ფაქტობრივი მონაცემების ძიება, თუ როგორ შეძლო ვირუსმა ცხოველიდან ადამიანზე გადასვლა.

COVID-19-ის მასშტაბებისა და რთული ხასიათის გათვალისწინებით, ვირუსის ერთი ან მეტი შუალედური მასპინძლისა და წყაროს განსაზღვრისათვის აუცილებელია ყოვლისმომცველი კვლევების ჩატარება ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. სწორედ ამ მიზნით ათი ინსტიტუტისა და ქვეყნის მეცნიერები იწყებენ ჩინეთში თავის მისიას, რათა ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩატარდეს სამეცნიერო კვლევა ვირუსის წარმოშობის შესახებ.