რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში - განიხილება 5-6 ვარიანტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში - განიხილება 5-6 ვარიანტი

ე.წ. გამოყენების დასტურს - ამ ეტაპზე დასტური მიცემული აქვთ მხოლოდ "ფაიზერისთვის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში სულ აცრილია 25 მილიონამდე ადამიანი და აქედან ყველაზე მეტ შემთხვევაში გამოყენებულია ჩინური ვაქცინა.

"ამ ეტაპზე განიხილება რამდენიმე ვაქცინა საქართველოსთვის. პირველ რიგში იქნება ის ვაქცინები, რომელსაც სერტიფიცირებას გაუკეთებს "კოვაქსის პლატფორმა" და პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - ამ "კოვაქსის" დამფუძნებელი. განიხილება 5-6 ვაქცინის არსებობა, მათ შორის არის "ფაიზერი", "მოდერნა", 2 ჩინური ვაქცინა და კიდევ სხვები, რომლებიც კვლევის მესამე ფაზაში არიან. ისინი განიხილებიან "კოვაქს" პლატფორმაზე საყიდლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება. საქართველო "კოვაქსიდან" მიიღებს იმას, რასაც შეარჩევს. ჩვენ იმ პირობით გვაქვს ფული გადახდილი "კოვაქსის პლატფორმისთვის", რომ ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ, რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ ქვეყანაში - ეს იქნება მოგვიანებით მარტის ბოლოს, აპრილში. დიდი ალბათობით, მუშაობა მიმდინარეობს, რომ ყველაზე დიდი წარმოება ექნება "ასტრაზენეკას" ვაქცინას - ის 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება და მისაღებია ბევრი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას - ჩინელებს აქვთ 5 ვაქცინა, აქედან ორმა კვლევის მესამე ფაზა დაასრულა და ჩინეთის მარეგულირებელმა და ასევე, რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელმა: გაერთიანებულმა ემირატებმა, სამხრეთ ამერიკის, ბრაზილიის მარეგულირებელმა და ასევე, ზოგიერთმა კიდევ - მისცეს დასტური ჩინურ ვაქცინას და ისინი იყენებენ.

დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში სულ აცრილია 25 მილიონამდე ადამიანი და აქედან ყველაზე მეტ შემთხვევაში გამოყენებულია ჩინური ვაქცინა - 9 მილიონი, ძირითადად ჩინეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატების 6,7 მილიონი ადამიანი, სადაც ძირითად გამოყენებულია ორი ვაქცინა: "ფაიზერი" და "მოდერნა". ყველაზე მეტი ას მოსახლეზე აცრილი ჰყავს ისრაელს. ყველა ას ადამიანზე აცრილი ჰყავთ უკვე 18 ადამიანი და ამ ეტაპზე იყენებს "ფაიზერს" და დასტური მისცა ასევე "მოდერნას" ვაქცინას და ყიდულობს დაახლოებით 6 მილიონ დოზამდე "მოდერნას" ვაქცინას. დაახლოებით 40 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ეტაპზე აცრები.

საქართველო რომელ ვაქცინას შემოვიტანთ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რომელ ვაქცინას მისცემს ე.წ. გამოყენების დასტურს. აქამდე დასტური მიცემული აქვთ მხოლოდ "ფაიზერისთვის". ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დასტურზე წარდგენილია "მოდერნაც" და "ასტრაზენეკაც" და როგორც ვიცი ვაქცინის წარსადგენად შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს ჩინეთიც და იმის მიხედვით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თუ რომელ ვაქცინას მისცემს დასტურს - საქართველო იხელმძღვანელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის" ვაქცინაზე და "ასტრაზენეკას" ვაქცინაზეც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.