ისრაელი აბსოლუტური რეკორდსმენია ვაქცინაციის ტემპით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისრაელი აბსოლუტური რეკორდსმენია ვაქცინაციის ტემპით

გადაანგარიშებით ეს ქვეყანა მსოფლიო ლიდერია, აშშ-საც კი უსწრებს!

პანდემიის საკითხებზე ისრაელის სახელმწიფო ორგანოთა საკონსულტაციო ჯგუფის ერთ-ერთი ექსპერტის, პროფესორ რან ბალისერის განცხადებით: "ქვეყანა თავიდანვე კარგად იყო მომზადებული ამ მასობრივი ღონისძიებისათვის, რაც შეეხება "რეკორდსმენობას", ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, უპირველესად, ისრაელის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნდობას უცხადებს ექიმებს და თანახმაა ვაქცინაციაზე.

საზოგადოდ, სახელმწიფოში ჯანდაცვა მოსახლეობის დიდი ნდობით სარგებლობს. ჯანდაცვის სისტემა ასეა აწყობილი ისრაელში - თითოეული მოქალაქე მიწერილია (აღრიცხვაზე იმყოფება) პირად თერაპევტთან, რომელსაც სრულად ენდობა, რადგან ამ უკანასკნელმა ყველაფერი დეტალურად იცის მისი ჯანმრთელობის შესახებ.

თითოეულ პაციენტზე მონაცემთა ბაზაში არსებობს ელექტრონული ფაილი, რომელშიც შენახულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო 20 წლის მანძილზე არსებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციასთან წვდომა ინტერნეტით ნებისმიერ დროს არის შესაძლებლი.

მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ვაქცინების ტრანსპორტირება ქვეყანაში კი სახელმწიფომ უზრუნველყო, მაგრამ ამპულების "ჩამოსვლისთანავე" ექვსმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ გადაანაწილა პრეპარატი სამედიცინო დაწესებულებებში. ეს მეტად ოპერატიულად მოხდა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელში ცხოვრობს 9 მილიონი ადამიანი, 36-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასე რომ, გასაკვირი არაფერია!"