გორში კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად ექიმი გარდაიცვალა​ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გორში კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად ექიმი გარდაიცვალა​

65 წლის უროლოგი მირიან არსაკიძე წლების განმავლობაში ქალაქის პოლიკლინიკაში მუშაობდა. კოვიდ 19-ის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში, ინფიცირებულმა ექიმმა კოვიდსტაციონარს თავადვე მიმართა. ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, მირიან არსაკიძე "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

"კლინიკაში შემოსვლისას ჩვენი კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მაშინვე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით - 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი. სამედიცინო საზოგადოება უკიდურესად ვწუხვართ ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" ,,გორმედის" რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.

ქაჯაიას ინფორმაციითვე, ექიმი მირიან არსაკიძე სავარაუდოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა.