მოლნუპირავირი - დაასრულებს თუ არა ანტივირუსული პრეპარატი პანდემიას?
ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევის შედეგები. კველავამ აჩვენა, რომ ანტივირუსული პრეპარატი მოლნუპირავირი აჩერებს SARS-CoV-2-ის გადაცემას დაავადებული ადამიანიდან სხვა ადამიანებზე 24 საათის განმავლობაში.
მოლნუპირავირი მიიღება პერორალურად ანუ ინიშნება დასალევად. ეს პრეპარატი შემუშავებული იქნა ბიოტექნოლოგიური კომპანიის Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ ფარმაცევტულ კომპანია Merck-თან ერთად. კვლევითმა ჯგუფმა პრეპარატის ეფექტურობა ცხოველებზე გამოსცადა.
ეს პირველი შემთხვევაა პერორალური პრეპარატის გამოცდისა კორონავირუსის გადაცემის შესაჩერებლად. თუ მისი ეფექტურობა დადასტურდება, ეს სრულიად შეცვლის თამაშის წესებს - განაცხადა რიჩარდ პკოხმა, რომელიც ინსტიტუტის პროფესორი და ამ კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
კვლევა ჩატარდა კვერნისებრთა ოჯახის ცხოველებზე - ქრცვინებზე. საკვლევ ჯგუფს აინფიცირებდნენ ვირუსით და აძლევნდენ მოლნუპირავირს, შემდეგ 24 საათში მათთან ერთად ათავსებდნენ ჯანმრთელ ცხოველებს. აღმოჩნდა, რომ არცერთი ჯანმრთელი ცხოველი არ დაინფიცირდა ამ ექსპერიმენტისას.
მეორე ჯგუფს აძლევდნენ პლაცებოს და იქ ყველა შემთხვევაში მოხდა დაინფიცირება.
კონკრეტულად ქრცვინები იმიტომ გამოიყენეს, რომ ზოგადად ეს ცხოველი გამოიყენება გრიპსა და რესპირატორულ დაავადებებზე კვლევებისას - მისი სასუნთქი სისტემის ფიზიოლოგია ყველაზე ახლოა ადამიანის სასუნთქ სისტემასთან და მკვლევარები იმედოვნებენ, რომ შედეგები ადამიანებზეც ანალოგიური იქნება.
ზოგადად, ადამიანის ორგანიზმშიც მოლნუპირავირი აფერხებს ვირუსის რეპლიკაციას (გამრავლებას).
ამ ეტაპზე მიდის პრეპარატის კვლევის მეორე ფაზა - ადამიანებზე, კვლევაში ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი. კვლევის პირველადი შედეგები 12 თებერვლისთვის იქნება ცნობილი, საბოლოო დასკვნას კი მეცნიერები მარტში გამოაქვეყნებენ.
თუ ადამიანებშიც პრეპარატის ეფექტურობა ცხოველებში გამოვლენილი ეფექტის ანალოგიური იქნება, ეს ნიშნავს, რომ პანდემიის პრობლემა მასობრივი ვაქცინაციის გარეშეც მოგვარდება.
გარდა მოლნუპირავირისა, მსოფლიოს არაერთ კვლევით ცენტრში მიდის სხვა ანტივირუსული საშუალებების გამოცდა კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ. თუმცა ჯერჯერობით რეალური შედეგი არცერთ პრეპარატს არ უჩვენებია. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად კვლევის მომდევნო ფაზებშიც იქნება დადებითი მონაცემები.