მოლნუპირავირი - დაასრულებს თუ არა ანტივირუსული პრეპარატი პანდემიას? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

მოლნუპირავირი - დაასრულებს თუ არა ანტივირუსული პრეპარატი პანდემიას?

მოლნუპირავირი - დაასრულებს თუ არა ანტივირუსული პრეპარატი პანდემიას?
ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა ჯორჯიის შტატის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა
ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევის შედეგები. კველავამ აჩვენა, რომ ანტივირუსული პრეპარატი მოლნუპირავირი აჩერებს SARS-CoV-2-ის გადაცემას დაავადებული ადამიანიდან სხვა ადამიანებზე 24 საათის განმავლობაში.

მოლნუპირავირი მიიღება პერორალურად ანუ ინიშნება დასალევად. ეს პრეპარატი შემუშავებული იქნა ბიოტექნოლოგიური კომპანიის Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ ფარმაცევტულ კომპანია Merck-თან ერთად. კვლევითმა ჯგუფმა პრეპარატის ეფექტურობა ცხოველებზე გამოსცადა.

ეს პირველი შემთხვევაა პერორალური პრეპარატის გამოცდისა კორონავირუსის გადაცემის შესაჩერებლად. თუ მისი ეფექტურობა დადასტურდება, ეს სრულიად შეცვლის თამაშის წესებს - განაცხადა რიჩარდ პკოხმა, რომელიც ინსტიტუტის პროფესორი და ამ კვლევის
ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

კვლევა ჩატარდა კვერნისებრთა ოჯახის ცხოველებზე - ქრცვინებზე. საკვლევ ჯგუფს აინფიცირებდნენ ვირუსით და აძლევნდენ მოლნუპირავირს, შემდეგ 24 საათში მათთან ერთად ათავსებდნენ ჯანმრთელ ცხოველებს. აღმოჩნდა, რომ არცერთი ჯანმრთელი ცხოველი არ დაინფიცირდა ამ ექსპერიმენტისას.

მეორე ჯგუფს აძლევდნენ პლაცებოს და იქ ყველა შემთხვევაში მოხდა დაინფიცირება.

კონკრეტულად ქრცვინები
იმიტომ გამოიყენეს, რომ ზოგადად ეს ცხოველი გამოიყენება გრიპსა და რესპირატორულ დაავადებებზე კვლევებისას - მისი სასუნთქი სისტემის ფიზიოლოგია ყველაზე ახლოა ადამიანის სასუნთქ სისტემასთან და მკვლევარები იმედოვნებენ, რომ შედეგები ადამიანებზეც ანალოგიური იქნება.

ზოგადად, ადამიანის ორგანიზმშიც მოლნუპირავირი აფერხებს ვირუსის რეპლიკაციას (გამრავლებას).

ამ ეტაპზე მიდის პრეპარატის კვლევის მეორე ფაზა - ადამიანებზე, კვლევაში ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი. კვლევის პირველადი შედეგები 12 თებერვლისთვის იქნება ცნობილი, საბოლოო დასკვნას კი მეცნიერები მარტში გამოაქვეყნებენ.

თუ ადამიანებშიც პრეპარატის ეფექტურობა ცხოველებში გამოვლენილი ეფექტის ანალოგიური იქნება, ეს ნიშნავს, რომ პანდემიის პრობლემა მასობრივი ვაქცინაციის გარეშეც მოგვარდება.

გარდა მოლნუპირავირისა, მსოფლიოს არაერთ კვლევით ცენტრში მიდის სხვა ანტივირუსული საშუალებების გამოცდა კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ. თუმცა ჯერჯერობით რეალური შედეგი არცერთ პრეპარატს არ უჩვენებია. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად კვლევის მომდევნო ფაზებშიც იქნება დადებითი მონაცემები.





გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოსახლეობის ინტენსიური ვაქცინაცია მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
ვუსტერსის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოიკვლიეს, როგორ ეფექტს ახდენდა აბზინდას ნახარში კორონავირუსით
ქვეყანას ამ წუთში გააჩნია "ფაიზერის" ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა,
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინის
რამდენიმე დღის წინ იაპონიამ ოფიციალურად აცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად