სანტა-კლაუსმა ბელგიაში ასობით პენსიონერი დაასნებოვნა Covid-19-ით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სანტა-კლაუსმა ბელგიაში ასობით პენსიონერი დაასნებოვნა Covid-19-ით

სამწუხაროდ, 18 პირი გარდაიცვალა - აცხადებს Daily Mail.

მსახიობი დაწესებულებას საშობაო საჩუქრებით ეწვია, სამი დღის შემდეგ კი მას Covid-19 დაუდასტურდა. როგორც შემდგომ გაირკვა, მოხუცებულთა თავშესაფარში 121 პენსიონერი და 36 თანამშრომელი დაავადდა, მათგან 18 გარდაიცვალა.

გამოძიებით დადასტურდა, რომ ღონისძიებაზე არ იყო დაცული საკარანტინე მოთხოვნები, მოხუცებულთა და თანამშრომელთა დიდ ნაწილს ნიღაბი არ ეკეთა, ხოლო მსახიობები არ იცავდნენ რეკომენდებულ დისტანციას.

ბელგიის წამყვანი ეპიდემიოლოგების განცხადებით, ერთ ადამიანს არ შეეძლო ამდენი პირის დაინფიცირება, საზოგადოდ, ეს სამწუხარო შემთხვევა დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან საკარანტინე წესების დაუცველობის შედეგია!

შეგახსენებთ, რომ შობის წინა დღეებში ჯანმოს ექსპერტები აცხადებდნენ: "პანდემია ვერ შეუშლის "სანტა-კლაუსს" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისათვის საჩუქრების დარიგებას, რადგან მას იმუნიტეტი აქვს Covid-ინფექციისადმი!"

ეს სამწუხარო ფაქტი კი სახეზეა!

mkurnali.ge WHO: Santa Claus has immunity towards coronavirus