რით განსხვავდება კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული და ბრიტანული ვაქცინები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით განსხვავდება კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული და ბრიტანული ვაქცინები

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, თქვენს ყურადღებას რამდენიმე დეტალზე შევაჩერებთ:

1) რუსული და ბრიტანული (ოქსფორდის უნივერსიტეტი და კომპანია AstraZeneca) ვაქცინების შემქმნელებმა ე.წ. ვექტორული ტექნოლოგია გამოიყენეს, კერძოდ, ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გენეტიკური მასალის შესაფუთად და ორგანიზმისათვის მისაწოდებლად მეორე ვირუსის, ე.წ. გაციების გამომწვევი ადენოვირუსის გარსი გამოიყენეს. ვექტორული ტექნოლოგია, საზოგადოდ, ვაქცინების შექმნის წლობით აპრობირებული ტექნოლოგიაა, მაგალითად, ამ მეთოდით თავის დროზე ებოლას ვაქცინა შეიქმნა;

2) ვაქცინები Moderna და Pfizer/BioNTech კი სხვა ტიპის ვაქცინებია. ორივე შეიქმნა მატრიცული რნმ-ის ინოვაციური ტექნოლოგიით. Covid-19 პანდემიის დაწყებამდე, ამ ტექნოლოგიით შექმნილი არცერთი ვაქცინა არ იყო აღიარებული ადამიანების ასაცრელად;

3) თავისი არსით, აცრა, პრაქტიკულად, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზებული დასნებოვნებაა ვირუსით ან ბაქტერიით, მხოლოდ სწრაფად გამოჯანმრთელების გარანტიით.

ახლა რაც შეეხება რუსულ და ბრიტანულ ვაქცინებს შორის განსხვავებას:

რუსული ვაქცინის სპუტნიკ-V შემქმნელებმა გარსის სახით გამოიყენეს ადამიანის ადენოვირუსი, ე.წ ვაქცინის შიგთავსის, გულის სახით კი ორი სხვადასხვა კორონავირუსული ვექტორი. ხოლო ოქსფორდელმა მეცნიერებმა გარსად გამოიყენეს შიმპანზეს ადენოვირუსი და მათ ვაქცინას ერთი ვექტორი აქვს.

არ გეგონოთ, რომ აცრისას ადამიანი ადენოვირუსით დაინფიცირდება. საქმე ისაა, რომ ინფექციის გამომწვევი გენი ადენოვირუსს სცილდება და მხოლოდ მისი გარსი გამოიყენება. ამასთან ადენოვირუსის გენის ნაცვლად ხდება კორონავირუსის ცილის მაკოდირებელი გენის ჩაშენება-ჩანერგვა. ეს არის ადამიანის ორგანიზმისათვის უსაფრთხო, და როგორც უკვე მოგახსენეთ, წლობით შესწავლილი ტექნოლოგია, რომელიც იმუნურ სისტემას რეაგირებისა და ანტისხეულების გამომუშავების საშუალებას აძლევს.

ვაქცინის ამ ორივე ვარიანტს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები, ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ რუს და ბრიტანელ მწარმოებლებს სურთ კომბინირებული ვაქცინის გამოყენება და მისი ეფექტურობის შეფასება.

mkurnali.ge