ექიმებმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პირველი დარტყმა, ვაქცინა საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ და მერე ვურჩიოთ სხვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმებმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პირველი დარტყმა, ვაქცინა საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ და მერე ვურჩიოთ სხვებს

საწყის ეტაპზე კი აცრეს მედიკოსები, რომელთაც ვირუსი ჯერ არ გადაუტანიათ. საკითხისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ თარგმანს ინტერვიუსი, რომელიც საიტმა NN.RU პრივოლჟსკის მედინსტიტუტის რექტორთან, ნიკოლაი კარიაკინთან ჩაიწერა - მან უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია და მკითველს უამბობს ვაქცინის ეფექტებზე.

როგორ ტარდება ვაქცინაცია?

- აცრა ორ ეტაპად ტარდება: პირველი ვაქცინაციიდან 21 დღეში კეთდება მეორე. მე ახლა სწორედ მეორე ვაქცინაცია ჩავიტარე. თითოეული ვაქცინაციის წინ კეთდება აუცილებელი ანალიზები - პისიარი და კიდევ რამდნეიმე ლაბორატორიული ტესტი ანტისხეულების დონის განსასაზღვრად.

მეორე ვაქცინაციის გაკეთებამდე ჩემმა ანალიზმა აჩვენა, რომ სისხლში ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით IgG ანტისხეულებისა - ეს ანტისხეულები ხანგრძლივ იმუნიტეტზეა პასუხისმგებელი. ანუ პირველი ვაქცინაციის მერე გარკვეული სახის იმუნიტეტი უკვე ჩამოყალიბდა, მეორე ვაქცინაციის მერე კი ის კიდევ უფრო გამყარდება. თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი ნორმალურად არის.

აქვს თუ არა ვაქცინას გვერდითი ეფექტები?

- შეიძლება თუ არა ვაქცინამ რაომე გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს? - ალბათ შეიძლება და ვაქცინის შემქმნელები ამის შესახებ გარკვევით საუბრობენ. მქონდა თუ არა ეს მოვლენები პირადად მე? - არა არ მქონია, თუმცა ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია.

ასეთ მოკლე დროში დამზადებული ვაქცინა შეიძლება იყოს სანდო?

- თუ პროფესიონალურ სამეცნიერო ლიტერატურას გავეცნობით, ვნახავთ, რომ ვაქცინას 6 თვის განმავლობაში კი არ ამზადებდნენ, მასზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, როცა ანალოგიური კორონავირუსების საწინააღმდეგო საშუალების შესქმნაში 2009-2011 წლებში მთელი მსოფლიოს წამყვანმა ინსტიტუტებმა და ტექნოლოგიებმა მიიღეს მონაწილეობა. ახლა ვირუსის მუტაციის გამო, ვაქცინის დასამზადებლად აღებული იქნა ახალი შტამი - SARS-19 და ჩაინერგა იმ ძველ ტექნოლოგიაში, სწორედ ამიტომ დამზადდა რუსეთში ასე სწრაფად ვაქცინა. მასზე მუშაობა ნულიდან არ დაწყებულა.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის და არც არის საჭირო ამის ცოდნა. ყველა ვერ გაერკვევა იმუნოლოგიაში. მე მომხრე ვარ, რომ მედიცინას მედიკოსებმა მიხედონ, პოლიტიკას - პოლიტიკოსებმა, ფეხბურთელებმა კი კარგად ითამაშონ ფეხბურთი.

რა უკუჩვენება აქვს ვაქცინას?

- ნებისმიერ ვაქცინას აქვს უკუჩვენება. ამიტომ მასობრივ ვაქცინაციამდე აუცილებლად გამოქვეყნდება ინსტრუქცია, რომელშიც გარკვევით იქნება ჩამოყალიბებული ჩვენებები, უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები. ექიმები შეაფასებენ ყოველი კონკრეტული პაციენტის შემთხვევას.

მაგალითად, როცა სტომატოლოგთან მიდის პაციენტი, მას ტკივილგამაყუჩებელს უკეთებენ. ყოველწლიურად უმარავ ადამიანს უვიტარდება ალერგიული რეაქცია ნოვოლაინდა და ლიდოკაინზე, მაგრამ ამის გამო პრეპარატი ხომ არ აგვიკრძალავს? უბრალოდ მისი გონივრულად გამოყენებაა საჭირო.

- რამდენად ეფექტიანია ვაქცინა?

- 16 000 ადამიანზე ჩატარებულმა ვაქცინაციამ აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 92%-ია. ეს მაღალი ეფექტურობაა. ჩვენ არ გვაქვს პრეპარატები, რომლებიც ასპროცენტიანი ეფექტურობით იმუშავებდა.

- გამართლებულია თუ არა ადამიანთა შიში ვაქცინაციისადმი?

- ვაქცინა ახალია და მის მიმართ შიში რომ აქვთ ადამიანებს, ეს სავსებით გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ექიმებმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პირველი დარტყმა, საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ და მერე ვურჩიოთ სხვებს.

თუ ასე ვიჯდებით და დაველოდებით, ავადობის პროცენტი კიდევ უფრო მოიმატებს. ჩვენ, განათლებულმა ადამიანებმა, რომელბიც 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, უნდა მივიღოთ და კორექტულად გამოვიყენოთ ტექნოლოგიის ახალი შემოთავაზებები.

- უნდა აიცრან თუ არა მათ, ვინც დაავადება უკვე გადაიტანა?

- დღეს შესაძლებელია ანალიზის აღება ანტისხეულებზე იმუნიტეტის დასადგენად. არსებობს სამი სახის ანტისხეულები - იმუნოგლობილინი I, M და G, პირველი ორი გვაჩვენებს იმუნიტეტის რეაქციას დაავადების მწვავე ფაზაში, IgG კი უკვე გადატანილ დაავადებასა და ფორმირებულ იმუნიტეტზე მეტყველებს. იმის დასადგენად, სჭირდება თუ არა პაციენტს ვაქცინაცია, შეიძლება ჩატარდეს ანალიზი და განისაზღვტოს ანტისხეულები. ასევე გასარკვევია, რამდენ ხანს ინარჩუნებს ორგანიზმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს - ერთი წელი? ორი? მთელი ცხოვრება? ახლა ექიმები აცხადებენ, რომ იმუნიტეტი რამდენიმე წელს ნარჩუნდება, თუმცა ეს საკითხი კვლევას საჭიროებს.

როგორც სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, ჩვენც ახლა ვიწყებთ კორონავირუსის საწინააღმდგეო ინუნიტეტზე დაკვირვებას. ეს ჩვენთვისაც პრონციპული საკითხია. არ ვისურვებდი, რომ მედიცინაში გაუცნობიერებელმა ადამიანმა სადღაც წაკითხული სტატიით გააკეთოს დასკვნები იმუნიტეტთან დაკავშირებით - ეს რთული საკითხი მხოლოდ ექიმების კომპეტენციაა.

წყარო