კოვიდ ინფიცირებულთა მართვისთვის "ჯეო ჰოსპიტალის" სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძნობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდ ინფიცირებულთა მართვისთვის "ჯეო ჰოსპიტალის" სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძნობს

იმერეთის რეგიონში, სადაც თბილისისა და აჭარის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, COVID–19-ით ინფიცირებულთა მართვის პროცესში ერთვება "ჯეო ჰოსპიტალსის" ვანის სამედიცინო ცენტრი. კოვიდ პაციენტებისთვის მკურნალობასთან ერთად "ჯეო ჰოსპიტალსის" ვანის სამედიცინო ცენტრში ყველა საბაზისო სერვისი შენარჩუნდება, ხოლო პაციენტების უსაფრთხოების მიზნით მათ ინფექციის კონტროლის ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.

"ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორის კახა გზობავას თქმით, მათი მიზანია, თითოეულმა პაციენტმა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება, ადგილზე, რეგიონშივე მიიღოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება.

"COVID–19-ის მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობისათვის შესაბამის ჰოსპიტალურ სიმძლავრეებზე ხელმისაწვდომობის არსებობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც COVID–19-ით ინფიცირების მაჩვენებლები სტაბილურად მაღალია", - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის"კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის უფრო ეფექტურად მართვისთვის "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს, სამტრედიის, ჭიათურისა და ვანის სამედიცინო ცენრებში დამატებით ახალი საწოლები მობილიზდა. ასევე, გურჯაანის სამედიცინო ცენტრმა უკვე 2 კვირაზე მეტია, პაციენტების მართვა ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით მიმდინარეობს. როგორც "ჯეო ჰოსპიტალში" აცხადებენ, არსებული რესურსის ფარგლებში, კოვიცდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისათვის საწოლფონდის მობილიზება გაგრძელდება.